კერძოდ, როგორც შსს იტყობინება, საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის „ბაიას“ კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშების შედეგებს.
კუდ-მა შემდეგი თამაშები გამოავლინა: 2011 წლის 15 აპრილს გამართული სამტრედიისა და ბოლნისის „სიონის“ მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15 000 ლარი; 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული თბილისის „დინამოსა“ და ზუგდიდის „ბაიას“ მატჩი, რომელშიც „ბაიას“ გუნდმა აიღო 12 000 ლარი; 2011 წლის 30 აპრილს ჩატარებული „ვიტ-ჯორჯიასა“ და „სიონის“ მატჩი, რომელშიც „ვიტ-ჯორჯიას“ გუნდმა აიღო 20 000 ლარი.
ძიება გრძელდება, გამოძიებას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.