საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 193 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 613, „პისიარ“-ტესტით – 4210

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,88%, ბოლო 14 დღის – 1,54%, ბოლო 7 დღის – 1,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 998 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 886 გამოჯანმრთელდა, 3 591 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 257, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 421 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 125 პირი.

ამასთან, 7 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი.