სამართალი
ოფიციალური თბილისი ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას მიესალმება

kalandadze_zamროგორც დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის – ოსამა ბინ ლადენის, ლიკვიდაციის ოპერაციის წარმატებით დასრულებას მიესალმება.

„საქართველო მიესალმება ანტიტერორისტული კოალიციის მიერ განხორციელებული ოეპრაციის წარმატებით დასრულებას. კოალიციის დაარსების პირველივე დღიდან საქართველო მონაწილეობს ანტიტერორისტულ ღონისძიებებში, რადგან ანტიტერორისტულ პროცესებში ყველა სახელმწიფოს მონაწილეობა თანაბრად მნიშვნელოვანია. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან გაკეთდა შესაბამისი განცხადებები და თუ საჭირო გახდება, ამ განცხადებას საქართველოც დაემორჩილება“, – განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ქაიდას“ ლიდერი ამერიკელმა სამხედროებმა პაკისტანში სპეცოპერაციის დროს მოკლეს.