საზოგადოება
მარტის ტრაგედიის მიუხედავად, იაპონიის მთავრობა საქართველოს დახმარებას განაგრძობს

alazaniროგორც საქინფორმს საქართველოში იაპონიის საელჩოდან აცნობეს, ხვალ, 3 მაისს,  13.00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის შენობაში „მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოების“ პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელიც მდინარე ალაზნის ნაპირებზე დამცავი კედლების (გაბიონების) მშენებლობას ითვალისწინებდა და წარმატებით დასრულდა. პროექტის განხორციელების შედეგად მდინარის მახლობლად მცხოვრები 5 000 ოჯახი უკვე თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

პროექტს მისი აღმატებულება, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა გახსნის. ცერემონიას, ასევე, დაესწრებიან უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ პროექტი იმ 362 მლნ აშშ დოლარის დახმარების ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც იაპონიის მთავრობა, იაპონელი ხალხის სახელით, 1998 წლიდან ახორციელებს საქართველოში.