პუბლიკაციები
ხიდირბეგიშვილი: ევროკავშირში შესასვლელად საქართველომ კანონი უნდა დაარღვიოს?!

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ქართველმა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა რადიო SPUTNIKისთვის კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის თაობაზე.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩებში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს, ომლებიც, ლიდერების თქმით, მხოლოდ მაშინ გადაიდება, თუ მმართველ პარტია ქართულოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“ მოლაპარაკებები განახლდება. აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე კარვებში დარჩენას და, ასევე, მასშტაბურაქციების გამოცხადებას გეგმავენ.

   ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი თბილისში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. შარლ მიშელის თქმით, ეს რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პირადად მისთვის. ამიტომ, ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა უზრუნველყონ სიტუაციის განეიტრალება.

   ”რაც შეეხება დღევანდელ ვიზიტს, ვფიქრობ, ეს არ იქნება ევროკავშირისა და თეთრი სახლის ჩინოვნიკების უკანასკნელი მცდელობა დაარწმუნონ მმართველი პარტია დათმობებზე წავიდეს, ხოლო ოპოზიციისგან უკვე არავინ ითხოვს პარლამენტში შესვლასდა პრეტენზიების წარდგენას ტრიბუნიდან... და აი ახლა მმართველპარტიგან მოითხოვენ თვალი დახუჭოს კანონზე - გაათავისუფლომელია. სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა ისეთივე კანონდარღვევაა, როგორც საქართველოს ხელისუფლებისგან კანონის დარღვევის მოთხოვნა. სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია! მით უმეტეს, მის სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა”, - განუცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik საქართველოს.

     პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამგვარი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს გამოიწვევს. გამოდის, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, უფრო სწორად, კონტინენტზე ყველაზე დემოკრატიული ორგანიზაციისკენ სწრაფვის გზიდან არგადახვევა, სადაც კანონის უზენაესობააბიბლიაა”, საჭიროა ერთხელ მაინც კანონის დარღვევა ერთ კონკრეტულ მოქალაქესთან დაკავშირებით?! ფარულად, და, ამავდროულად მთელმსოფლიოს გასაგონად? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია: რადგან მელია ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, მაშასადამე მას ნებადართული აქვს ყველაფერი, რაც ეკრძალებათ უბრალო მოკვდავებს?!”,- აცხადებს ხიდირბეგიშვილი (დაწვრილებით მოისმინეთ აქ).