პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველო "კავკასიურ პლატფორმაზე" მიიწვია

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ” სხვა ქვეყნებთან ერთად, მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეო–შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე–პრემიერ–მინისტრების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ”თურქეთსაც, ირანსაც და მომავალში, თუკი სურვილი იქნება, საქართველოსაც შეუძლია შეუერთდნენ ამ პლატფორმას”, - თქვა ალიევმა.

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ აშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტის შესახებ. 11 იანვარს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების დამყარების მიზნით.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

„კავკასიური პლატფორმა“ და „SPUTNIK V“ - ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

რუსეთიდან საქართველოში სოხუმის, ცხინვალისა და შატილის გავლით გზები უნდა გაიხსნას!