საზოგადოება
გია ვოლსკი - ოპოზიციის მიერ დაყენებული არცერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს - ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. მათ მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დესტრუქციაზეა ორიენტირებული.

„აქციები სიახლე არ არის, აქციები იგეგმებოდა არჩევნებამდეც და დესტრუქციული პროცესების განვითარების მოთხოვნა დღის წესრიგში დგას 2013 წლიდან, როცა სააკაშვილი დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში. ეს არის რეალობა და მას საზოგადოებამ უნდა გაუსწოროს თვალი. განსაკუთრებით მივმართავ იმ ხალხს, ვისაც ჰგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს რაიმე სიმართლე გააჩნიათ შექმნილ ვითარებაში - არც ერთი პოზიცია, მათ მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ეს გვახსოვდეს ყველას“, - განაცხადა ვოლსკიმ.