პოლიტიკა
მსო-ს თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მაისში იგეგმება

wto33საქართველოსა და რუსეთს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მაისის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება, – იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

ამის შესახებ მხარეები 28-29 აპრილს ჟენევაში გამართული მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკების სხვა დეტალები უცნობია.