პუბლიკაციები
საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია (ვიდეო იხ. აქ).
სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისის იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მელია იმყოფებოდა.
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ნიკა მელია ავტომობილში მოათავსეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.