რედაქტორისგან
გახსენით დანაშაულების მუზეუმი! - ხიდირბეგიშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს

     ბატონო პრემიერ-მინისტრო!

   იმ 5 დღის განმავლობაში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყავით, თქვენ უფრო მეტი გააკეთეთ, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა თქვენმა წინამორბედმა - კვირიკაშვილმა, ბახტაძემ და გახარიამ. თქვენ თქვით სიმართლე, რომლის მოსმენის იმედი საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ქვეყნის მეთაურისგან აღარ ჰქონდათ: მტრებს, მოღალატეებსა და დამნაშავეებს - მტრები, მოღალატეები და დამნაშავეები უწოდეთ! 2010 წლის ოქტომბერში მე იგივე გავაკეთე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ფორუმზე "ცივილიზაციათა დიალოგი" კუნძულ როდოსზე, რომლის დროსაც ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა პროტესტი გამოთქვა - მას არ სურდა დაეჯერებინა, რომ სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) მსგავს დანაშაულებს სჩადიოდა, მათ შორის – ადამიანობის წინააღმდეგ.

2 დღის წინ კი ამის დაჯერება არ მოისურვა „ენმ“–ის მხარდასაჭერად თბილისში საგანგებოდ ჩამოფრენილმა ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელმაც მიმართა შანტაჟს და დაემუქრა მთავრობას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, სამაგიეროს გადახდით - თუ მთავრობა აღასრულებს კანონს „ენმ“–ის ამჟამინდელ ლიდერის, ნიკანორ მელიას მიმართ (?!). და ეს ლიტვისა და სხვა "მეგობარი" ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში და უცერემონიო ჩარევის პირველი პრეცედენტი როდია - არა მხოლოდ მის აღმასრულებელ და საკანონმდებლო, არამედ სასამართლო ხელისუფლებაზეც ანტიკონსტიტუციური ზეწოლის, რაც უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება!

ნუთუ ეს არ მოგბეზრდათ, ბატონო ირაკლი?!

   იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ანომალური კურიოზები და ასევე - ტურისტების მოსაზიდად, გთავაზობთ: თბილისის საგამოფენო ცენტრი "Expo Georgia" მე –11 პავილიონში, სადაც საერთაშორისო გამოფენები იმართება, გაიხსნას მ. სააკაშვილის სახელობის დანაშაულების მუზეუმი (ხომ მოქმედებს თბილისში მ. სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი?!).

თბილისის მ. სააკაშვილის სახელობის დანაშაულების მუზეუმის ექსპოზიციაში, როგორც ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმში, გამოიფინება ცნობილი დამნაშავეების ცვილის ფიგურები - სააკაშვილიდან "მასტერამდე", წამების იარაღები - ცოცხები და ხელკეტები, დოკუმენტები - რეჟიმის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დანაშაულებრივი ბრძანებები, კერძოდ - 2008 წლის აგვისტოთი დათარიღებული უმაღლესი მთავარსარდლის სააკაშვილის გადამალული ბრძანებები. დიდ ეკრანზე კი მუდმივად იტრიალებს სააკაშვილის ბრძანებით ფარულად გადაღებული ათასობით ვიდეოკადრი ადამიანების წამების შესახებ, რომელთა ამსახველი დისკები თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაანადგურეთ, მანამდე კი ზოგიერთი მათგანი აჩვენეთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და ქართული მედიის მთავარ რედაქტორებს (რეჟიმის დანაშაულების ნივთმტკიცებულების განადგურების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მე იმ ჩვენებაზე არ მივედი). მაგრამ არ იდარდოთ - ამ გადაღებების მთავარ რეჟისორს, ვანო მერაბიშვილს, ასლები შემონახული აქვს! და, რა თქმა უნდა, მუზემში ნაჩვენები იქნება კადრები ზუგდიდის მახლობლად, ტყეში ჩამარხულ კასრებში ნაპოვნი ვიდეოკასეტებიდან.

მორიგ ჯერზე, როდესაც ჟიგოლო პავილიონისი თბილისში ჩამოფრინდება, წაიყვანეთ ის მე -11 პავილიონში - მ. სააკაშვილის სახელობის დანაშაულების მუზეუმში, თორემ აეროპორტიდან მავალ გზაზე მას კვლავ შეიწოვს „ენმ“–ის გოფრირებულმილი, სადაც მას საქართველოს წინააღმდეგ ცრიან!

მ. სააკაშვილის სახელობის დანაშაულების მუზეუმში ექსკურსიაზე წაიყვანეთ საქართველოს ყველა "მეგობარი", რომლებსაც, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულებს, არ ესმით, რომ რუსთაველის მიწაზე დაადგეს ფეხი და ცდილობენ ქართველებს ჭკუა დაარიგონ! საინტერესოა, ამის შემდეგ ისევ დაიცავენ საქართველოს მტრებს, რომლებიც განზრახ მიაყენებენ ზიანს საქართველოს სახელმწიფოს, თუ პოლიცია შეეცდებოდა მელაოს დაკავებას, როგორც ამას ბანდერშა დეკანოსიძე აცხადებდა?!

ღრმა პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 23 თებერვალი
საქართველო, თბილისი