აქტუალური
ბაღათურია ხელისუფლებისგან პროგრამის დაფინანსებას მოითხოვს

baRaTuriaპარლამენტარი ჯონდი ბაღათურია საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას   სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების შემცირებას უკავშირებს და „ქართული დასის“ მიერ  შემუშავებული „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის“ 150 მილიონი ლარით დაფინანსებას მოითხოვს.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ საკუთარი პარტიის მიერ შემუშავებული პროგრამა ქვეყანას გადაარჩენს, 4-ჯერ გაზრდის ბიუჯეტს, პენსიებს, შესაძლებელს გახდის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და მოხსნის ყველა სოციალურ პრობლემას. მისი თქმით, „ქართული დასი“ გავა რეგიონებსა და სოფლებში აღნიშნული პროგრამის გლეხებისთვის პირადად გაცნობის მიზნით, რითაც შეძლებს პარტია, ხელისუფლება აიძულოს, გამოყოს შესაბამისი დაფინანსება.