საზოგადოება
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს სამთავრობო პოლიტიკის უწყვეტ განხორციელებას მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ სამთავრობო პოლიტიკის და ფუნქციების უწყვეტად განხორციელებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. „ქართულ ოცნებას“ ასევე განსაზღვრული აქვს სამომავლო ნაბიჯები წარმატების მისაღწევად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
გიორგი გახარია გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.