საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 549 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 802, „პისიარ“ ტესტით – 5 747.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,6%, ბოლო 14 დღის – 2,9%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 259 228 გამოჯანმრთელდა, 3 377 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 848 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 230 პირი.
ამასთან, 15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა.