საზოგადოება
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2985 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2985 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2898 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0130 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.9912 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0218 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.