პოლიტიკა
საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობით იტალიამ რუსეთს გადაასწრო

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა, პირველ ადგილზეა იტალია – 27.32 მილიონი დოლარით, ზრდა წინა წელთან 29.72%. შემდეგ მოდის რუსეთის ფედერაცია – 23.18 მილიონი დოლარით, კლება წინა წელთან – 11.44%.

საბერძნეთი – 18.62 მილიონი დოლარით, ზრდა წინა წელთან 25.25%.

აშშ -18.07 მილიონი დოლარით, ზრდა წინა წელთან 33.24%.

ისრაელი – 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.55%

თურქეთი – 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54%

უკრაინა – 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65%

გერმანია – 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15%

აზერბაიჯანი – 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08%

ესპანეთი – 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82%

საფრანგეთი – 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79%

ყაზახეთი – 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21%

პოლონეთი – 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94%

კანადა – 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67%

გაერთიანებული სამეფო – 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში ფულადი გზავნილების უმთავრეს წყაროს ქვეყნიდან ემიგრირებული მოსახლეობის მიერ უკან გამოგზავნილი თანხები წარმოადგენს.