სამართალი
„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დაიკითხა დაზარალებული მხარე, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოში ბრალდებულის ფოტორობოტი შედგა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად მიმდინარე წლის 28 აპრილს დაკავებულ იქნა გიორგი ჯიჯიშვილი. ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.