პუბლიკაციები
„ამერიკული გამბიტი“: ჯორჯ სოროსის ჩარევა სომხეთის საშინაო პოლიტიკაში —საქინფორმი

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის აქტიური ფაზა დასრულდა 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერით, რომლის პირობებმა სომხური საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მომდევნო დღეს ერევანში სამოქალაქო აქტივისტებმა "ღია საზოგადოებისსომხეთის" ფონდის ოფისი გატეხეს, რომელიც ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის ნაცილია. აზერბაიჯანის მიერ მთელი რიგი ტერიტორიების გასხვისება შესაძლებელი გახდა სომხეთის ტერიტორიაზე სოროსის მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელის 20 წელზე მეტი ხნის საქმიანობის "წყალობით" და, შესაბამისად, "ღია საზოგადოების" ფონდის ერევნის ფილიალის დარბევა სულაც არ არის ვანდალიზმის აქტი, მხოლოდ სომხეთის საშინაო პოლიტიკურ პროცესებში ხანგრძლივი და გეგმაზომიერი საგარეო ჩარევის კანონზომიერი შედეგია.

"ღია საზოგადოების" ფონდმა ქვეყანაში საქმიანობის ნებართვა მიიღო მას შემდეგ, რაც საბჭოთა პერიოდის სოციალური დაცვის სისტემის დაშლამ სერიოზული ეკონომიკური სირთულეები გამოიწვია სომხეთში, რომელიც დაფინანსებას და რეფორმას საჭიროებდა. სწორედ 1997 წელს სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ქოჩარიანმა ორგანიზაციის ქვეყანაში დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოო. "ღია საზოგადოების–სომხეთის" ფონდის დაარსების დღიდან, სოროსმა 53 მილიონ დოლარზე მეტი სომხური "დემოკრატიისთვის" დახარჯა და 200-ზე მეტი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა დააფინანსა.

"ღია საზოგადოება–სომხეთის" ფონდის ძირითადი გრანტის მიმღებთა საქმიანობის შედეგმა გამოიწვია ცვლილებები, რაც 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა. მაშინ სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლის შედეგად ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო მისმა პარტიამ "ჩემმა ნაბიჯმა" საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო. იმის გამო, რომ სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, ფაქტობრივად ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ფაშინიანის ხელში აღმოჩნდა. ეს ცვლილებები შესაძლებელი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების "წყალობით", რომლებიც სპეციალიზირებული არიან საჭირო ინფორმაციის დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში. ასე მაგალითად, 2017 წელს ჟურნალისტთა კლუბი "Asparez" საარჩევნო სისტემის რეფორმირების თავგამოდებული მომხრე იყო და უკვე 2018 წელს არჩევნების დროს ფაშინიანის პარტიის ინფორმაციული მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ამ მიზნებისათვის მხოლოდ 2017-2018 წლებში "Asparez"-მა სოროსის ფონდიდან 120 ათასი დოლარი მიიღო. გარდა ამისა, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სასნა ცრერის" საქმიანობას აქტიურად აშუქებს, რომელიც ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა პარტია და პარლამენტში ადგილები მოიპოვა. ამასთან, "Asparez"-ის ჟურნალისტები "სასნა ცრერის" დანაშაულებრივ ქმედებებზე დუმან: პარტიის მებრძოლი ფრთის წევრებმა არაერთხელ პოლიციის ყურადღება მიიპყრეს. მათი ყველაზე ხმამაღალი დანაშაულია 2016 წელს პოლიციელების დახვრეტაში მონაწილეობა.

ფერადი რევოლუციის კიდევ ერთი დამცველი "ღია საზოგადოება – სომხეთის" ფონდის გრანტის მიმღებია "ინფორმირებული მოქალაქეების კავშირი". ეს არასამთავრობო ორგანიზაცია სომხეთში არჩევნების მიმდინარეობას მუდმივად აკონტროლებდა, სადაც იგი დარღვევების აქტიური მამხილებელის პოზიციიდან მოქმედებდა. მაინც 2018 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში ორგანიზაციამ არც ერთი დარღვევა არ დააფიქსირა. ამასთანავე 11 სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არაერთხელ საზოგადოების ყურადღება უხეში დარღვევებაზე და ფაშინიანის მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებაზე მიიპყრო. ეს შერჩევითობა აიხსნება იმით, რომ ორგანიზაციამ 2016 წლიდან 2018 წლამდე სოროსის ფონდიდან კონტროლირებადი ჟურნალისტების ჯგუფის მომზადებისა და საჭირო საინფორმაციო დღის წესრიგის ჩამოყალიბებისთვის დაახლოებით 220 ათასი დოლარი მიიღო.

სომხეთის უსაფრთხოების ძალებს უდიდესი ზიანი მიაყენა ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანადზორის ოფისმა (HCAV), რომელმაც "ღია საზოგადოება–სომხეთის"   ფონდიდან 2018-დან 2020 წლამდე დაახლოებით 380 000 დოლარი მიიღო. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჯარისა და პოლიციის საზოგადოებრივ რეპუტაციას მიზანმიმართულად ანადგურებდა. ორგანიზაციამ სომხური უსაფრთხოების ძალების საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის მიზნით მთელი რიგი სემინარები და კონფერენციები ჩაატარა და ასევე სომხეთის დემილიტარიზაციის იდეა ხელი შეუწყო, რამაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კატასტროფული შემცირება გამოიწვია.

გარდა იმისა, რომ "ღია საზოგადოება–სომხეთი" აშკარად აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც სომხეთში შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციაში მონაწილეობენ, სოროსის ფონდი მისი თანამშრომელების ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში დაწინაურებად პლაცდარმია. ასე მაგალითად, სოს ავეტისიანი, რომელიც ორგანიზაციაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე პასუხისმგებელი იყო, ფაშინიანის "ჩემი ნაბიჯი" პარტიიდან დეპუტატი გახდა. ლენა ნაზარიანი, რომელიც "ღია საზოგადოების–სომხეთის" ფონდის პროგრამის კოორდინატორი იყო, ამჟამად ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერია. ფონდის ყოფილმა თანამშრომლებმა უბრალოდ ფაშინიანის მთავრობაში მინისტრის პოსტები მიიღეს. მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიანიანია და აგრეთვე, არტაკ ზეინალიანი, რომელიც იუსტიციის მინისტრი გახდა და სხვები.

"ღია საზოგადოება–სომხეთის" ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თავის პოზიციას აქტიურად იყენებს სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებში "საჭირო" კადრების დაწინაურებად. კერძოდ, "ღია საზოგადოების" ფონდის სომხეთის ფილიალის გამგეობის ერთ–ერთი წევრი დავით ხაჩატრიანი სომხეთის მთავრობაზე ფონდის გავლენას იყენებდა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისი ძმის სასუნ ხაჩატრიანის დანიშვნას ლობირებას უწევდა. გარდა ამისა, ფონდის საარჩევნო პროგრამების ყოფილი კოორდინატორი არმენ გრიგორიანი 2018 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე ფაშინიანის განკარგულებით დაინიშნა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად.

ის ფაქტი, რომ სომხეთში ფერადი რევოლუცია სოროსის გეგმის შესაბამისად წარიმართა, თანხების ოდენობაც მოწმობს, რომელიც ის ფონდში ინვესტირებას ახდენს. ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ფონდის ბიუჯეტი 800 000 დოლარზე მეტით გაიზარდა და 2019 წელს 3,6 მილიონი დოლარი შეადგინა. კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა და ფაშინიანის მთავრობის საშუალებით, ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ოფიციალურ ერევანზე ზეწოლა მოახდინა მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხზე, რაც საბოლოო ანგარიშით 9 ნოემბერს ხელშეკრულების გაფორმების განმავლობაში შებრკოლების ლოდად იქცა და აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია.

ამრიგად, 2018 წლიდან სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის სპონსორებმა ამერიკელი მილიარდერის სოროსოს სახელით უსასყიდლო დახმარების საფარქვეშ თავიანთი გავლენა სომხეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მნიშვნელოვნად გააფართოვეს და ფაქტობრივად ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე კონტროლი მიიღეს. ფაშინიანის გუნდის მოქმედებებმა სისტემური პოლიტიკური კრიზისის გაძლიერებას და ეკონომიკურ ვარდნას ხელი შეუწყო, ხოლო ეროვნული ჯარის პრობლემებისადმი ყურადღების ნაკლებობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ერევნის დამარცხება ბაქოსთან ომში განაპირობა.