საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 12.02.2021 წლის No83 ბრძანებით "რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ", რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში დიდი წვლილისა და მრავალი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერი დიპლომატიური სამსახურისთვის, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის უფროსს საქართველოში დიმიტრი ალექსანდრეს ძე ტროფიმოვს "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის II ხარისხის მედალი მიენიჭა.
საქინფორმი ულოცავს ბატონ ტროფიმოვ დ. ა.–ს დამსახურებულ ჯილდოს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოსული გამოცდილი რუსი დიპლომატის საქმიანობა ხელს შეუწყობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.