რელიგია
სინოდის სხდომის განჩინება დღეს გამოქვეყნდება

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გამოქვეყნდება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“,- წერს დეკანოზი.

გუშინ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო დავით გარეჯის, ასევე ვაქცინაციის თემა.

სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.