სამართალი
საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ სოფელ გუგუტიანთაკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაცია 9 თებერვალს დაუდასტურეს.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბეღელური გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 თებერვალს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბის მონაკვეთზე საქართველოს კიდევ მოქალაქე დააკავეს.