საზოგადოება
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებისა და კომპიუტერულ პროგრამებზე საავტორო უფლებების დარღვევის ხვედრითი წილის შემცირების მიზნით საქართველოში მოქმედებას კომპანია „ბიზნეს სოფტვეარ ალიანსი“ იწყებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ჯორჯ ბერნელდენმა განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია, აშშ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი დევიდ ლი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, „Microsoft“-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ასათიანი და „საქპატენტის“ დირექტორი ირაკლი ღვალაძე ესწრებოდნენ. დღესვე მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.