საქართველო, 3 თბერვალი, საქინფორმი. პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე 2 თებერვალს 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
ენუქიძის არჩევამდე, 28 იანვარს, პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები მიიღო, რომლებიც ფრაქციის გარეშე მყოფ დეპუტატებს ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების წარდგენის საშუალებას აძლევს.
ცვლილებების გარეშე, პატრიოტთა ალიანსის 4 ყოფილ წევრს, რომელთაც პარლამენტში შესვლის შემდეგ ახალი პარტია – ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს, ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ენუქიძე პარლამენტში პირველი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელმაც ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა. 15 კომიტეტში კვლავ ვაკანტურია ოპოზიციის კვოტით გათვალისიწინებული თავმჯდომარეების მოადგილეების პოსტები.