საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები დაასახელა. ახალი წევრები პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები არიან:

ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი, პედაგოგი;

რეზო ჩომახიძე, წყალბურთელი;

ანა გოგოლაძე, საჯარო მმართველობის მაგისტრი;

სოფო ჯაფარიძე, ექიმი;

ნონა მამულაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი;

ზვიად ქვლივიძე, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი;

გიორგი თარგამაძე, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი;

მანუჩარ ახალაია, სამართალმცოდნეობის მაგისტრი;

გიორგი ჩალაძე, იურისტი;

ნიკა ობოლაძე, იურისტი;

ბაჩო დოლიძე, პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;

გიორგი ხვედელიანი, პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიის ახალი წევრები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.

„ასეთი ამბები გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ გველოდება კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო სიახლე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს კონკრეტულ სიკეთეს, განვითარებასა და წარმატებას. დღეს აქ, ანუ ძველი გუნდის გარდა, არის ხალხი, რომელიც დღემდე უბრალოდ მხარდამჭერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ დღეიდან მათ ჩათვალეს, რომ მოქმედების დროა, რომ მათი კვალიფიკაცია უნდა მოხმარდეს ჩვენს სახელმწიფოს. მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, მაგრამ ამავე დროს, აქ არის ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა. ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, რომ ერთი გუნდი გავხდებოდით, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით, რადგან ახლა ყველა ერთად ვფიქრობთ, რომ საქართველოს განვითარების მიმართულებით ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად ჩვენი გუნდი მოძრაობს. ასე რომ, საქართველოს უკეთესი მომავალი იქმნება აქ“, – განაცხადა ნიკა მელია.