აქტუალური
სსფ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოში

ssfროგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობასა და სსფ-ს შორის ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ამ ეტაპზე მხარეებს შორის ტექნიკური საკითხები ზუსტდება: „ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ფონდში ოფიციალური განცხადება გააკეთოს“.

გარდნერის განმარტებით, ახალი პროგრამა კონცენტრირებული იქნება მთავრობისა და ქვეყნის დახმარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ფისკალური დეფიციტის შემცირებას და ეკონომიკურ სტაბილურობას.

პროგრამის ხანგრძლივობა 2 წლის ვადითაა ნავარაუდები და 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს.

საქართველოში სსფ-ის მორიგი მისია 2011 წლის 13-28 აპრილს იმყოფებოდა. ივნისის დასაწყისში ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს დაწყებული სსფ-ის Stand-By პროგრამა დასრულდება და „დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ფონდი საქართველოს 110 მილიონამდე აშშ დოლარს გამოუყოფს. მთავრობას ამ თანხის ათვისება დაუყოვნებლივ შეეძლება სურვილისამებრ“, – განმარტავს გარდნერი.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის 2008 წლის სექტემბერში დამტკიცებული Stand-By Arrangement-ის (SBA) ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარების – 477,1 მლნ SDR-ის, 747,1 მლნ SDR-მდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება 2009 წლის 6 აგვისტოს მიიღო. შესაბამისად, Stand-By Arrangement-ის ხანგრძლივობის ვადა 18-დან 33 თვემდე (მიმდინარე წლის 14 ივნისამდე) გაიზარდა.