საზოგადოება
მუჰამად ჯავად ზარიფი - თბილისში გამართულ შეხვედრებზე შავი ზღვისა და სპარსეთის ყურის დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფანზე ვისაუბრეთ

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში გამართულ შეხვედრებზე შავი ზღვისა და სპარსეთის ყურის დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფანზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამად ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„თბილისში შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. სატელეფონო საუბარი მქონდა კარანტინში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. შესანიშნავი დისკუსიები გავმართეთ მრავალწლიანი ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს აკავშირებს“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.