პოლიტიკა
ქეიდენაუსა და ალასანიას შორის პრივატული საუბარი შედგა

alasaa2როგორც ცნობილია, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრით დაიწყო. მოგვიანებით ქეიდენაუს ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაცია ოპოზიციურ „რვიანს“ შეხვდა.

შემდგომში გაირკვა, რომ ქეიდენაუ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პირისპირ ესაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერისა და ამერიკელი დიპლომატის ცალკე შეხვედრა რეზიდენციაში გამართული მიღების დროს გაიმართა.

როგორც საქინფორმს ალასანიას პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაკო ავალიანმა განუცხადა, ქეიდენაუ და ალასანია ერთმანეთს პირისპირ რამდენიმე წუთს ესაუბრნენ, თუმცა, კონკრეტულად, რა საკითხზე, ავალიანისთვის უცნობია.

შესაბამისად, უცნობია და საინტერესო, რა კრიტერიუმებით არჩევენ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომელთაც ცალკე ხვდებიან. უცნობია ისიც, რაზე საუბრობენ მსგავს შეხვედრებზე, რადგან, თავისთავად ცხადია, მათზე ის საკითხები არ განიხილება, რომლებიც ფართო შეხვედრების საუბრის თემაა.