პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, ანუ ვინ იქნება მესამე პოლიტიკური ძალა საქართველოში

     ქართული პოლიტიკის დატოვებისას, ბიძინა ივანიშვილმა ქართველი საზოგადოება დააინტერესა განცხადებით, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას შეცვლის ახალ ძალა, თუმცა ქართულ ოცნებას უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში არაფერი ემუქრება.

ხომ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ უკვე დღეს, თუ ვინ იქნება ეს "მესამე პოლიტიკური ძალა", იმ პირობით, რომ პირველი ორიმმართველი პარტია "ქართული ოცნება" დაგაერთიანებული ოპოზიციაა“? - ვკითხეთსაქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

- რამდენად მალე ვიხილავთ "მესამე პოლიტიკური ძალის" კონფიგურაციას, ეს დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე, ანუ მიმდინარე წლის ბოლოს. მაშინ გაირკვევა, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას 2024 წლის მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე სერიოზული გამოწვევების არსებობის პირობებში. საქმე აქ მხოლოდ ოპოზიციის საბოტაჟში, ვაქცინებთან დიდ აფერასა და ეკონომიკურ კრიზისში როდია. პარლამენტსა და მთავრობაში არსებობს არაპროფესიონალი მინისტრებისა და კონსერვატორი პარლამენტარების ბალასტი, რომლებიც ქვეყნის განვითარებაში ხელს უშლიან წარმატებული ახალგაზრდა პოლიტიკოსების გუნდს. რეფორმატორებს კრეატიული აზროვნებით - ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, კახა კალაძეს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, აღმასრულებელსა და გენერალურ მდივნებს - უჭირთ სწრაფი წინსვლა ამ "ამხანაგებთან" ერთად, რომლებიც აბრკოლებენ ნოვატორული ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღებას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.

ჩინოვნიკები, რომლებიც თავიანთ განვითარებაში საბჭოთა ნომენკლატურისა და სპეცსამსახურების დონეზე გაიყინნენ, მხოლოდ თავიანთი კარიერითა და კეთილდღეობით დაკავებულნი, დახვეწილი მაამებლები და კულუარული ინტრიგების ოსტატები, ისინი, როგორც წესი, უგულებელყოფენ ამომრჩეველს და არიან ზედაპირულად განათლებული. ამბიციური ფსევდო-ინტელიგენტები, ისინი ვერ არიან შემოქმედნი და თავს არიდებენ პასუხისმგებლობასა და ინიციატივას, თუმცა შემსრულებლებიც საშუალო დონისა არიან. მონური მენტალიტეტის მქონე მოღვაწეები, ისინი წარსულს ჩაბარდებიან მათ მიერ დაღუპულ "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ხოლო პერსპექტიული პოლიტიკოსები გადავლენ "მესამე პოლიტიკურ ძალაში", რადგან შეუძლებელია ერთდროულად შიდა ("ქართული ოცნების" შიგნით) და გარე მტერთან (”გაერთიანებულ ოპოზიციასთან”) ბრძოლა! ამიტომ, "მესამე პოლიტიკური ძალა" ჩამოყალიბდება მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის (რომელსაც ასევე ჰყავს ნიჭიერი კადრები) ნანგრევებზე, ხოლო ულტრა-მარგინალური პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ მიატოვებენ "ნაცმოძრაობის“ განწირულ გემს", მასთან ერთადვე ჩაიძირებიან. სააკაშვილი, ბურჯანაძე, ბოკერია, უგულავა, ნათელაშვილი დაგლავკანალისსხვა გმირები ისეთივე "დავიწყებული წინაპრების აჩრდილები" არიან, როგორც "ქართული ოცნების" ზემოხსენებული "დინოზავრები"!

- არ მოველოდი, რომ პოლიტიკურ ინტერვიუში ფარაჯანოვის შედევრი გაგახსენდებათ! მაშინ რა პრინციპით ჩამოყალიბდება .. "მესამე ძალა", სადაც, თქვენი აზრით, გადავლენ მხოლოდ ყველაზე პერსპექტიულები "ქართული ოცნებიდან"? რა იქნება ახალი პარტიის შექმნის მთავარი კრიტერიუმი - ახალგაზრდა ასაკი, ევროატლანტიკური ორიენტაცია, რომელიმე პოლიტიკური გუნდის კუთვნილება, სპეციალობა ან რაიმე სხვა? ექნება თუ არა მას ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის იმედი, ან იქნებ იგი თავად შექმნის მას, როგორც 2011 წელს შექმნა "ქართული ოცნება"?

- ბიძინა ივანიშვილმა გაათანაბრა ბალანსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, "ააგდო ბურთი ჰაერში" და ... დატოვა პოლიტიკური მოედანი, რათა მეტოქეებმა აჩვენონ, თუ რისი უნარი შესწევთ მის გარეშე! ამით, ივანიშვილმა, პირველად საქართველოს ისტორიაში, შექმნა ვითარება, როდესაც ქვეყანას აქვს კოლექტიური მმართველობა, ამიტომ უცნობია - მოისურვებს თუ არა ახალი ძალის მხარდაჭერას, რათა იგი ორივე მხრიდან არ შევიიწროვდეს მილიონერების პარტიების - "ქართული ოცნების" და "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, "მესამე პოლიტიკური ძალის" ნიშის შესავსებად ქასთინგი უკვე დაწყებულია. მისი დაკომპლექტებისას მხოლოდ სამი კრიტერიუმი უნდა იყოს მთავარი: პრაგმატიზმი, პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი. ქართველმა ხალხმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბუნებით მონარქისტი იყო, დღეს შეწყვიტა ნებისმიერი კერპების ბრმა თაყვანისცემა და მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ ძალას, რომელიც მათ რეალურად მისცემს კეთილდღეობას, თანაც - დაუყოვნებლივ და არ დაუჯერებს გრძელვადიან საარჩევნო დაპირებებს, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა! ამომრჩეველი ხმას მისცემს მხოლოდ ენერგიულ და გაბედულ ადამიანებს, რომლებსაც იცნობს რეალური საქმეებით, რომლებსაც აქვთ მტკიცე პოზიცია და ექსკლუზიური პროგრამები საგარეო და საშინაო პოლიტიკის ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური სფერო, ურთიერთობები რუსეთთან და ტერიტორიული პრობლემები.

რაც შეეხება "მესამე პოლიტიკური ძალის" საგარეო–პოლიტიკურ ორიენტაციას, თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ - სინამდვილეში როგორია ის პირველ ორში. ახლახან შევიტყვეთ, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში თავი დასავლეთის - ევროატლანტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებების - სიმბოლოდ მოჰქონდათ, სინამდვილეში იყვნენ აგენტები, რომლებიც დავალებებს მოსკოვისგან იღებდნენ! ვგულისხმობ სააკაშვილსა და მის გარემოცვას, რომლებიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერშიპს წარმოადგენენ. ზუსტად ასეთივე აგენტები არიან "ქართული ოცნების" რეტროგრადები, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის "სახეებთან" ერთად დღეს "პრორუსულის" იარლიყებს აწებებენ ყველას, ვისაც პოტენციურ კონკურენტად თვლიან! მათი ნება რომ იყოს, თავიანთ გუშინდელ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც "რუსეთის აგენტად" შერაცხავდნენ! საიდუმლო დავალებების შესრულებას მიჩვეულებისთვის, მათთვის მიუღებელია ის პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ საქართველოს ანომალური სტატუს–კვოს შესახებ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობაში. ეს იმიტომ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების, დიპლომატიური არხების გახსნისა და სავიზო რეჟიმის მოხსნის შემთხვევაში, აფხაზებსა და ოსებთან რეალური დაახლოებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მათი საიდუმლო მსახურების საჭიროება გაქრეება და მათ პენსიაზე გაუშვებენ!

მეორე მიზეზი, რის გამოც ეს 37–იანი წლების ნაშთები ღიად, ტელევიზიით მოუწოდებენ მათ მიერ გამოგონილი "პრორუსი გავლენის აგენტების" მიმართ რეპრესიებისკენ (და ამას ახორციელებენ კიდევაც თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად!), არის საკუთარი დესტრუქციული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი ფსევდოპატრიოტული საქმიანობის დამალვა, რუსეთის სპეცსამსახურებსა თუ პოლიტიკოსებთან მათი კავშირიდან ყოველგვარი ეჭვის გადატანა (რისი ალბათობის გამოთვლა რთული არ არის მათი ბექგრაუნდის გათვალისწინებითმანამდე, სანამ ისინიმგზნებარე რუსოფობებადდა "ევროქართველებად"იქცნენ). დავიწყებულ წინაპართა აჩრდილებიხომ ელემენტარული ორგულები არიან - ორმაგი აგენტები, ანტირუსი პოლიტიკოსების, რუსოფობებისა და საქართველოს პატრიოტების ლეგენდას ამოფარებულნი, რომლებიც წამდაუწუმ რაცხავენ სხვებს მტრებად და რუს დამპყრობლებად, მაგრამ ამავე დროს სიამოვნებით მიირთმევენ რუსულ პურს - როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით (რუსეთი - ხორბლის ერთადერთი მიმწოდებელია საქართველოში). მათი კოსტუმების ქვეშ, საუკეთესო კუტიურეებისაგან, მაინც მოჩანს მაუზერი და გალიფე, მათი ჯიპები – იგივე „ვორნოკებია“. მაშიმ რა მნიშვნელობა აქვს - ვის მხარეზე არიან დღეს ისინი, ვისზე მუშაობენ?!

- უკაცრავად, ბატონო არნო! ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში ახალ პოლიტიკურ ძალაზე და თქვენ მონიშნეთ მოღვაწეთა კატეგორია, რომელთაც იქ ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. თქვენ გააკეთეთ სკანდალური განცხადება პოლიტიკოსების შესახებ, რომლებიც არ შეესაბამებიან დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს, და მათ პრაქტიკულად "ხალხის მტრები" უწოდეთ. ვუშვებ, რომ ქართველი მკითხველი მშვენივრად გაგიგებთ სიტყვის დაუსრულებლადაც, მაგრამ უცხოელ მკითხველს კონკრეტული განმარტებები დასჭირდება.

- ინებეთ. 2020 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნდა ღია წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისადმი, რომელსაც ერქვა "რუსეთი მხარს უჭერს სააკაშვილს?". წერილში მე ჩამოვთვალე ძირითადი მიზეზები, რის გამოც საქართველოში სააკაშვილი კრემლის ხელდასხმულად და რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტად ითვლება. ხოლო ამა წლის 26 იანვარს ტელეგადაცემაში „უცნობის კიდობანი" „ქართულ არხზე" პრეზიდენტ შევარდნაძის სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და პრეზიდენტ სააკაშვილის სამთავრობო კანცელარიის ყოფილმა უფროსმა პეტრე მამრაძემ, რომელიც „ნაცმოძრაობის" პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა, გააჟღერა სენსაციური ფაქტები, რომლებიც რატომღაც საზოგადოების და მედიის სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა, კერძოდ:

- რომ ასლან აბაშიძე აჭარიდან არა ივანოვმა, არამედ ლუჟკოვმა წაიყვანა - პირადი თვითმფრინავით, თურქეთის გავლით და რომ მოსკოვმა მკაცრად უბრძანა ბათუმში რუსული სამხედრო ბაზის მეთაურს, გენერალ ბორისოვს, დაეხურა ჭიშკარი და არ გაებედა 05.05.05 წლის მოვლენებში ჩარევა. და რომ ამის შემდეგ სააკაშვილმა თავის გარემოცვაში ხმამაღლა განაცხადა - აჭარა ჩვენია, ახლა - ცხინვალის ჯერია!“;

- რომ სააკაშვილს თავდაპირველად ცხინვალში შეჭრა 07.07.07.-ში უნდოდა, რის შესახებაც მამრაძემ გააფრთხილა აშშ–ის იმჟამინდელი ელჩი ჯონ ტეფტი, რომელსაც თავზარი დაეცა! და რომ მოსალოდნელი თვადასხმის შესახებ რუსეთში კარგად იცოდნენ და წინასწარ გააგზავნეს ცხინვალში წამყვანი რუსული მედიის 150 ჟურნალისტი და რიაზანის სადესანტო ბრიგადა. საათნახევარში ცხინვალს ავიღებ, ორ საათში როკის გვირაბს დავკეტავ, და აი შემდეგ დაე რუსეთი და აშშ ახალ რეალობას შეეგუონ! კულუმბეგოვმა უკვე მიიღო თავისი ფული!", - განუცხადა თავის გარემოცვას საკუთარ კაბინეტში რუქასთან მჯდარმა სააკაშვილმა;

- მამრაძის თქმით, უკვე 15 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ ინტერვიუ მისცა Le Figaro– ს, სადაც განაცხადა: ჩვენ რუსებთან შეთანხმდით ამაზე - რომ რეგიონში შევიყვანთ ჩვენს საჯარისო ფორმირებებს. გავანეიტრალებთ და განვაიარაღებთ უკანონო ფორმირებებს (კოკოითის სეპარატისტულ არმიას), რაზეც რუსებისგან „მწვანე შუქიმივიღეთ. ამიტომ ძალიან მიკვირს რუსეთის ასეთი რეაქცია...;

- მამრაძე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის ღია წერილს, რომელშიც ივანიშვილი ახსენებს ვანო მერაბიშვილს 2007 წლის აპრილ-მაისის მოვლენებს - თუ როგორ ცდილობდა მან 40 წუთის განმავლობაში გადაეთქმევინებინა ბოკერიას ცხინვალზე თავდასხმის გეგმა - და დაიყოლია კიდეც, სააკაშვილი დათანხმდა! მაგრამ უეცრად სააკაშვილმა ივანიშვილს ჰკითხა: და თუ რუსები თავად შემოგვთავაზებენ ამას? მაშინ რა ვქნათ?! ", რაზეც ივანიშვილმა უპასუხა: სანამ რუსები საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებენ, რომ მიესალმებიან რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას და გაჰყავთ თავიანთი სამშვიდობოები, მანამდე არაფრის დაჯერება არ შეიძლება!”;

- მამრაძე იხსენებს სააკაშვილის 2008 წლის სიტყვებს: კრემლში ჩემთან წამოცდათ, რომ ცხინვალი მათ არ აინტერესებთ! და ნარკოტრაფიკით დაკავებული კოკოითი მათთვის ზედმეტი თავის ტკივილია...;

- მამრაძე, ცესკოში მეგობრებზე დაყრდნობით, მოგვითხრობს, თუ როგორ გაყალბდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სააკაშვილმა სინამდვილეში მაქსიმუმ 36% და არა 53% მიიღო, რაც მას მიაწერეს, მაგრამ ამის მიუხედავად პუტინმა მას მიულოცა და ინაუგურაციაზე ლავროვი ჩამოვიდა;

- მამრაძე, ცესკოში მეგობრებზე დაყრდნობით, მოგვითხრობს, თუ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ რეფერენდუმზე სინამდვილეში როგორ დაუჭირა მხარი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 30% ნაკლებმა საქართველოს ნატოში გაწევრებას, ხოლო გამოაცხადეს 75%;

- თუ როგორ ჩამოფრინდა კონდოლიზა რაისი 08.08.08. ომის დროს თბილისში და თვითმფრინავის ტრაპზე ჩასვლისას, მუშტებშეკრულმა დაუყვირა სააკაშვილის გუნდს უგულავას მეთაურობით, რომელიც მას ხვდებოდა: მოგიტ...ით, იდიოტებო! თქვენ ეს ჩაიდინეთ!”; ხოლო ომამდე ერთი თვით ადრე, თბილისში, რესტორან "კოპალაში", სააკაშვილს უყვიროდა: "თუ ამას ჩაიდენ, ჩვენ აქედან სულ წავალთ! გესმის?!”, მაგრამ სააკაშვილმა ყური არ უგდო, რადგან სხვა ქვეყნის საიდუმლო თანხმობა ჰქონდა..;

- თუ 2008 წელს როგორ გასცა სააკაშვილმა ბრძანება - კოდორიდან სოხუმისთვის დაერტყათ, მაგრამ ქართველი სამხედროების წყალობით, რომლებიც პირდაპირ დაუკავშირდნენ რუს სამხედროებს და უთხრეს, რომ არ აპირებენ ბრძანების შესრულებას, რუსებმა უპასუხეს - აქაოდა, სასწრაფოდ მოშორდით აქედან და არაფერს დაგიშავებთო!

   და კიდევ უამრავი საინტერესო რამ მოჰყვა მამრაძემ - მაგალითად, სააკაშვილის მიერ მილიარდობით დოლარის ოდენობის საერთაშორისო დახმარების საქართველოდან გატანისა და უმაღლესი მთავარსარდლის - სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ისევე გაქრა, როგორც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ორიგინალი (საქართველოსთვის განკუთვნილი ეგზემპლარი)...

- მამრაძის ვერსიით, გამოდის, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთის მარიონეტი ხელმძღვანელობდა?!

- ამერიკელ ელჩებთან დაახლოებული მამრაძის სიტყვები საყურადღებოა, რადგან ამ ინფორმაციის დადასტურება მრავალი მოწმეს შეუძლია.

- მაშასადამე,როდესაც ირაკლი კობახიძემ სააკაშვილსა და მის ოპოზიციურ ალიანსს რუსეთის ხელდასხმულები უწოდა, ეს უბრალოდ წინასაარჩევნო პიარსვლა არ იყო?

- სრული სიმართლეა! მხოლოდ შპიონაჟად, ღალატად და მავნებლობად შეიძლება შეფასდესგაერთიანებული ოპოზიციისლიდერების აშკარა უტიფრობა, რომლებიც ტელევიზიასა და მიტინგებზე ხმამაღლა რაცხავენ ღირსეულ ადამიანებს რუსი ოკუპანტების თანამზრახველებად, აცხადებენ მათ კანონგარეშე და საზოგადოებისგან მოკვეთილად, ართმევენ საქართველოს მოქალაქეობას, უბლოკავენ სამსახურს და გვერდებს სოცქსელებში! ამავე დროს, თავად ისინი, „ქართული ოცნებიდან“ ზემოდნახსენებ სულიერ ძმებთან ერთად, სექსოტები არიან, რომლებიც კონტაქტს ინარჩუნებენ ვიღაც მოსკოველ კურატორებთან, ფარულად რომ იყენებენ მათ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილმა
საქართველო, თბილისი
2021 წლის 31 იანვარი