პოლიტიკა
ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ბერნში

wto_shexvedraდღეს, 28 პრილს, ბერნში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრების საკითხზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ბერნში 9-10 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს მაშინაც თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობდა. მხარეებმა ერთმანეთს პოზიციები გააცნეს და ტექნიკური საკითხები განიხილეს.