რელიგია
შარშან გაჩნდა იდეა, ათონის მთაზე დაწერილიყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ხატი როგორც მეოხი ქართველთა და აფხაზთა შორის მშვიდობისა და ერთობისა. ეს სურვილი აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მორწმუნენი მას აეროპორტშიც დახვდებიან და სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც 18.00 საათზე ღვთისმშობლისადმი პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.