საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„დღევანდელ დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.