პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ამასთან, სესიაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც გუშინდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. დაემსის გარდა, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება დუნია მიატოვიჩს, ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში გუშინ გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.