აქტუალური
„დონალდ კუკის“ კაპიტანმა აღნიშნა, რომ რეგულარულად მოქმედებს შავ ზღვაში, საქართველოსთან თანამშრომლობით

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ამერიკული საბრძოლო ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook) – „არლი ბერკის“ ტიპის სარაკეტო გამანადგურებელი – შავ ზღვაში შემოვიდა და მისი თანხლება მოახდინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალებმა და საშუალებებმა. მას უნარი შესწევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიოს სახმელეთო სამიზნეებს და ასევე წარმოადგენს „იჯისის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილს.

აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალებმა შავ ზღვას პრინციპულად მნიშვნელოვანი საწყლოსნო გზა უწოდეს მთელ ევროპაში საზღვაო ვაჭრობისა და სტაბილურობისთვის. დონალდ კუკის მეთაურმა კელი ჯონსმა აღნიშნა, რომ ის რეგულარულად მოქმედებს ამ მონაკვეთში ნატოს მოკავშირეებთან - საქართველოსთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, თურქეთსა და უკრაინათან თანამშრომლობით.