უცხოეთი
ალექსანდე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული, - გამოცემა „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტის“ პრესსამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ანქვაბის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც „სტაბილურად მძიმეს“.

„მას შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა. 17 იანვარს კი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების კონსილიუმმა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების გადაწყვეტილება მიიღო,“- აცხადებენ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტში“.

შეგახსენებთ, ალექსანდე ანქვაბი კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. კორონავირუსისგან გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 იანვარს გადაიყვანეს.

interpressnews.ge