უცხოეთი
სერგეი ლავროვი - დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებაზე მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დავინახეთ, როგორ აიტაცეს გუშინ ნავალნის რუსეთში დაბრუნების ამბავი. იგრძნობა, რა სიხარულით ხდება კომენტარების დაკოპირება. როგორც ჩანს, ეს საშუალებას აძლევს დასავლელ პოლიტიკოსებს იფიქრონ, რომ ამ გზით ისინი შეძლებენ ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც განვითარების ლიბერალური მოდელი აღმოჩნდა”, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. დაკავების ფაქტს აშშ-სა და ევროკავშირში გმობენ და რუსეთის ხელისუფლებას კრემლის კრიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

interpressnews.ge