საზოგადოება
არასამთავრობოები ამერიკას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას სთხოვენ

viboriარასამთავრობო ორგანიზაციებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუს პეტიციით მიმართავენ, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ შტატებმა გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებები დაჩქარდეს და რეალური შედეგი მოიტანოს.

„ქართული აკადემიის“ წარმომადგენლის – თემურ ნანეიშვილის, განცხადებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პირდაპირ დაისვა და დღეს თინა ქეიდენაუს ვიზიტით ეს პრაქტიკულად ხორციელდება. „პეტიციაში ვთხოვთ მათ, გააძლიერონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მან ერთხელ მაინც წესიერად დაითვალოს, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – დასძინა ნანეიშვილმა.

პეტიციაში ჩამოყალიბებული მოთხოვნები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თინა ქეიდენაუსთვის გადასაცემად უკვე შეიტანეს სახელმწიფო კანცელარიაში. პარალელურად, ამ წუთებში კანცელარიასთან არასამთავრობოების აქცია მიმდინარეობს, რომელშიც 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის, „ქართული აკადემია“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ადვოკატთა ასოციაცია, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.