აქტუალური
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2011 წლის პირველი კვარტლის მიხედვით

sagareo2011 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1862 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 464 მლნ აშშ დოლარი იყო (35%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 1398 მლნ აშშ დოლარი (36%-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-მარტში 934 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (36%-ით მეტი).

2011 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავში­რის ქვეყნებთან 484 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 94 მლნ აშშ დოლარი იყო (9%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 390 მლნ აშშ დოლარი (36%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში – 20% და იმპორტში – 28% (2010 წლის იანვარ-მარტში, შესაბამისად, 27, 25 და 28%); ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32% (2010 წლის იანვარ-მარტში – 29%).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წლის იანვარ-მარტში 637 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2010 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 49%-ით მეტი), აქედან ექსპორტი – 192 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა (62%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 446 მლნ აშშ დოლარი (44%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 34% იყო, მათ შორის, ექსპორტში – 41% და იმპორტში – 32% (2010 წლის იანვარ-მარტში, შესაბამისად, 31, 35 და 30%). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27% (2010 წლის იანვარ-მარტში – 28%).

2011 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (286 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (204 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (193 მლნ აშშ დოლარი) რჩება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინამ, პოზიციურად, მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.