საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომლებსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია და ასევე, ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შესაძლოა, იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს.
„ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინებიდან („სონოვაკი“ და „სინოფარმი“ არის დღეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე წინწასული ვაქცინები იმ ჩამონათვალიდან, რომლებიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება) არც ერთი არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ ამ ეტაპზე, რასაც განვიხილავთ, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“- კანდიდატი ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.