საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურების, ასევე სასაზღვრო სამსახურების უფროსების შეხვედრაზე სასაზღვრო ინციდენტების გამოძიების საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აგრეთვე იყო ტყვეების გაცვლისა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცხედრების დაკრძალვის ადგილის დადგენის საკითხი.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უგზოუ-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებული საკითხები.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს 8 იანვარსაც, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთის ნეიტრალურ ზონაში, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
1tv.ge