პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ბურჯანაძეს სურს, განდევნოს ივანიშვილი და კეკლუცობს პუტინით!

     ქართველ პუბლიცისტ, ჟურნალისტსა და პოლიტოლოგ, საქინფორმი მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილ 1 იანვარს საღამოს მოსკოვიდან დაურეკეს - რადიო SPUTNIK-ის მიმოხილველებმა მას პირდაპირ ეთერში სთხოვეს შეეფასებინა ქართველი საზოგადოების განწყობა ნინო ბურჯანაძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთზე განაწყენებული რიან. ნუთუ ასე ცუდადაა საქმე? - მსუბუქი ირონიით იკითხა გადაცემის წამყვანმა, რომელიც აშკარად არ ელოდა, რომ პასუხი თბილისიდან ასე სკანდალური იქნებოდა. სამწუხაროდ, საეთერო დროის ნაკლებობის გამო, ხიდირბეგიშვილის კომენტარი შეწყდა, ამიტომ დღეს ასავალ-დასავალი სთხოვს, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მოუყვეს.

- ბატონო არნო, სანამ დაგირეკავდით, შევიტყვეთ, რომ იმ დღეს, 1 იანვარს, გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან და მისი განცხადება, რომელიც რადიო SPUTNIKმა მოიხსენია, სწორედ იქიდან იყო. ინტერვიუ მთლიანად წავიკითხე და მან შოკში ჩამაგდო! ამიტომ, მოდით ვისაუბროთ ბურჯანაძის სხვა, არანაკლებ სკანდალურ განცხადებებზე.

   არნო ხიდირბეგიშვილი: საიდუმლო როდია, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიას ბურჯანაძის კრიტიკა აკრძალული ჰქონდა - მხოლოდ ქება-დიდება! თუმცა, მას შემდეგ, რაც იგი სააკაშვილთან დაბრუნდა და დამნაშავეებთან ერთად ახალი რევოლუციის მზადება დაიწყო, დამოკიდებულება, როგორც ჩანს, შეიცვალა. ფაქტია, რომ ჩემმა კომენტარმა პირდაპირ ეთერში გაიჟღერა, უფრო მეტიც, განთავსდა რადიო SPUTNIK–ის საიტზე. უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ ზოგიერთი რუსული მედია ხიდირბეგიშვილს არ შეიყვანს "შავ სიაში" ბურჯანაძის მაღალჩინოსანი მფარველის მითითებით, მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა. შემთხვევითი როდია, რომ "კომერსანტი" ("Ъ") და "SPUTNIK"-ი ბურჯანაძეს მხოლოდ პარლამენტის ექს–სპიკერს უწოდებენ და უგულებელყოფენ მის ოფიციალურ სტატუსს ბოლო 12 წლის განმავლობაში - პარტიის თავმჯდომარისა, რომლის სახელიც არათუ მოსკოვში, თბილისშიც არ იციან. ეს ნიშნავს, რომ ბურჯანაძე მათთვის სამუდამოდ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის პარლამენტის ყოფილ სპიკერად, ხოლო «ყოფილნი“ პოლიტიკაში არასდროს ბრუნდებიან.

   რაც შეეხება აშკარად შეკვეთილ ინტერვიუს, რომელშიც ბურჯანაძე მოსკოვს მესიჯებს უგზავნის და რატომღაც მიაჩნია, რომ პუტინი, დილის ყავის მირთმევისას, პირველ რიგში, „კომერსანტს“ კითხულობს. ის მოამზადა სააკაშვილზე მომუშავე ჟურნალისტმა ჟოპ-ის, ანუ ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის ჯგუფიდან - ია ბარათელმა, „პირველ საინფორმაციო კავკასიურთან“ (ПИК) შერწყმული ტელეკომპანია „ალანიას“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა. ესეც თქვენ ქართული პოლიტიკის მოჰიკანის ლუსტრაცია: ჯერ კიდევ გუშინ - "პუტინის მონა", "სამშობლოს მოღალატე" და "კრემლის აგენტი", დღეს ინტერვიუს აძლევს ფილმის – "ქართული აგვისტოს ქრონიკები" რეჟისორ ია ბარათელს, როგორც სააკაშვილის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი! ბურჯანაძე, რომელიც პუტინთან შეხვედრას ცდილობდა, დღეს სააკაშვილის ტელეკომპანიის მუდმივი სტუმარია - „მთავარი არხის“, რომლის წამყვანებმაც პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე პუტინსა და მისი მშობლების საფლავს უშვერი სიტყვებით აგინეს!

   - ბატონო არნო, როგორ შეაფასებდით ბურჯანაძის ნათქვამს: რა თქმა უნდა, რევოლუცია არ გვინდა, არ გვინდა არასტაბილურობა ქვეყანაში. მაგრამ თუ იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად თავისუფალი და ნორმალური გახდეს, რევოლუციური მოქმედებები გახდება აუცილებელი, . . ასეც უნდა მომხდარიყო... ბიძინა ივანიშვილმა შექმნა აბსოლუტურად ერთპიროვნული მმართველობა, რომლის პირობებშიც არანაირ არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი... მე არ შევეგუები პროვინციელ ოლიგარქს, რომელიც ცდილობს ჩემი ქვეყანა გადააქციოს საკუთარ ბოსტნად“.

   - სხვა რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს, თუ არა შეთქმულების ან ამბოხის მომზადება, საქართველოს კონსტიტუციური წყობის იძულებითი შეცვლის, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, ისჯება ხანგრძლივვადიანი თავისუფლების აღკვეთით, რის შესახებაც ორდიპლომიანმა იურისტმა და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეიძლება არ იცოდეს?! ბურჯანაძე უბრალოდ იმედოვნებდა, რომ "პროვინციელმა" ქართველებმა სულ დაივიწყეს რუსული ენა და არ კითხულობენ რუსულ პრესას.

   „მე არ შევეგუები პროვინციელ ოლიგარქს - ეს სიტყვები ბურჯანაძის მთელ არსს გამოხატავს, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამყარო მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს. ყველაზე დიდი პროვინციალიზმი სხვისი წარმოშობის მითითებაა, რის უფლებასაც ქალაქელი ინტელიგენტი საკუთარ თავს არასდროს მისცემს! პროვინციალიზმი აზროვნების სტილია და არა დაბადების ადგილი! პროვინციალიზმი პერიოდულად თავს ავლენს მაშინაც კი, თუნდაც თქვენ „МГУ“-ს კურსდამთავრებული იყოთ, მაშინაც კი, თუ დიდი ხანია დედაქალაქის ცენტრში ცხოვრობთ, მარგარეტ ტეტჩერს ჰბაძავთ და ინგლისის დედოფალზე დიდი შლაპა გახურავთ!

მე არ შევეგუები პროვინციულ ოლიგარქს“ - საქართველოს დანარჩენი სამი მილიონი მოქალაქის აზრი ბურჯანაძეს არ აინტერესებს, თუმცა მისმა პარტიამ არჩევნებში 1% -ის მოგროვებაც ვერ შეძლო. გამოდის, მოსკოვი ”ჰგუობდა პროვინციელს”, რომელიც რუსეთის ბიზნესში წამყვან პოზიციებს იკავებდა, მილიარდერი გახდა და მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა?! რაც შეეხება სიტყვა "ოლიგარქის" მნიშვნელობას: საბჭოთა ოლიგარქის კლასიკური მაგალითია ქალბატონი ნინოს მამა, რომელმაც "პროვინციული" თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის სავარძლიდან სახელმწიფო კორპორაცია "პურპროდუქტების" თავმჯდომარის სავარძელში გადაინაცვლა, ივანიშვილი კი საქართველოს პრემიერ–მინისტრი მაშინ გახდა, როდესაც უკვე იყო მილიარდერი და ერთი წლის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა სახელმწიფო თანამდებობა. იქნებ ბურჯანაძეს ერევა სიტყვები – ”ოლიგარქი” და ”მეცენატი”?

   - ახლა გასაგებია, რატომ შესტკივა გული მიშისტ ჟურნალისტს სააკაშვილზე და უსვამს კითხვას ბურჯანაძეს: "უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ «ქართული ოცნება“ნაცმოძრაობასდა მის დამფუძნებელს რუსულ ოპოზიციას, კრემლის აგენტებსა და პუტინის მომხრეებს უწოდებს?". რაზეც ბურჯანაძე აბდაუბდა, წინდაწინ მომზადებულითეზისებითპასუხობს: საქართველოში არის წყენა რუსეთის მიმართ...საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ცნობიერებაში, რუსეთის სახე უაღრესად ნეგატიურია. ამას თავის დროზე ხელს უწყობდანაციონალური მოძრაობისდა სააკაშვილის პოლიტიკა... რუსეთთან მოლაპარაკებიც კი სამშობლოს ღალატად ითვლებოდა. ახლაქართული ოცნებაიმეორებს სააკაშვილის პოლიტიკასთუ გსურს პოლიტიკოსის დისკრედიტირება, უნდა უწოდო მას პრორუსული. საქართველოში ასეთი იარლიყს თან სდევს დანაკარგი სერიოზული რაოდენობა ამომრჩევლებისჩემ მიმართ დისკრედიტაციამ იმუშავა".

ბატონო არნო, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე - რას მიედ-მოედება ქალბატონი ნინო, ეგებ თქვენ აუხსნათ მკითხველს - სადაა აქ ლოგიკა?

   - ქალბატონ ნინოს მოსკოვში უნდა და სულ ესაა მისი „ლოგიკა“! ბათუმში ალი და ნინოს ფიგურებს, რომლებიც ხან უახლოვდებიან ერთმანეთს და ხანაც შორდებიან, მიშა და ნინო შევარქვი, რომელიც ხან სააკაშვილისგან პუტინთან მიდის, ხანაც - უკან ბრუნდება. დღეს, როდესაც მიშამ და ნინომ არჩევნებში კრახი განიცადეს, ეს უკანასკნელი პუტინს ნიშანს აძლევს, რომ სურს ხელმეორედ პრორუსული გახდეს. ყველაფერი, რასაც ბურჯანაძე ინტერვიუში საქართველოს სახელით ამბობს და ქართველი ხალხის განწყობად ასაღებს, სინამდვილეში მისი პირადი განწყობაა! ამიტომ, არა საქართველოშია წყენა რუსეთზე”, არამედ ბურჯანაძეა განაწყენებული პუტინზე, რომელმაც ”ვერ დააფასა მისი გამორჩეული პოტენციალი - არ შეუწყო ხელი საქართველოს სათავეში ჩასდგომოდა“! ახლა იგი კვლავ ცდილობს პუტინის ინტერესის მიპყრობას თავისი “ჩამოწერილი“ ფიგურის მიმართ, თუმცა შესანიშნავად ესმის, რომ რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება არ შეუძლია, მაქსიმუმ - ნაცების მიერ მოწყობილი უხეირო პროვოკაციის დისტანციური მხარდაჭერა! გაიხსენეთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორ ორიგინალურად ცდილობდა იგი პუტინთან შეხვედრას - გამუდმებით იმეორებდა, რომ პუტინს იმდენჯერ შეხვდებოდა, რამდენიც საჭიროა! მაგრამ პუტინთან მსგავსი პროვინციული ხრიკები არ გადის და 2010 წლიდან ბურჯანაძე არ დაუპატიჟებიათ.

   ”საქართველოში რუსეთის მიმართ წყენა არსებობს - ბურჯანაძე იმდენად მიეჩვია საკუთარი თავის გაიგივებას საქართველოსთან, რომ რუსეთსაც მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან აიგივებს. ვინმემ, მილიონობით რუსი ვიზიტორი - ტურისტისგან, ბიზნესმენისგან იგრძნო ქართველების წყენა?! უნაწყენდებიან იმათ, ვინც რამეს შეჰპირდა და არ მისცა! საქართველოში განაწყენებული კი არა, ძალიან გაბრაზებულები არიან მედვედევზე, რომელმაც 2008 წელს - ორ კვირაში! - აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა” აღიარა - მაშინ, როცა რუსეთმა და სომხეთმაც კი არ ცნეს ყარაბაღის “დამოუკიდებლობა“ ოცდაორი წლის განმავლობაში! საქართველოს მოქალაქეები ელიან ტერიტორიების დაბრუნებას, როგორც ისინი აზერბაიჯანს დაუბრუნეს! თუ საქართველოში კიდეც არსებობს წყენა რუსეთის მიმართ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბურჯანაძეს იქ "ქართლის დედად" იღებდნენ! რაც შეეხება ახალგაზრდობას, მთელი ქართველი ახალგაზრდობა როდია ნეგატიურად განწყობილი რუსეთის მიმართ - არიან ისეთებიც, ვინც ГРУ– ს სპეცნაზზე ოცნებობს...

თუ რუსეთი ბურჯანაძეა, რომელიც დღეს ხელიხელჩაკიდებული დგას სამაჩაბლოში ჩვენი თანატოლების მკვლელებთან - ოქრუაშვილთან, უგულავასთან, ბოკერიასა და ჭანკოტაძესთან, ჩვენ არ გვინდა რუსეთი!

   თუ რუსეთი ბურჯანაძეა, რომელიც დღეს მხარდამხარ დგას სააკაშვილთან, რომელიც კლავდა, აუპატიურებდა და აწამებდა ჩვენს თანატოლებს, ჩვენ არ გვინდა რუსეთი!

   თუ რუსეთი ბურჯანაძეა, რომელიც სააკაშვილმა ორჯერ დანიშნა პარლამენტის თავმჯდომარედ, რომელმაც ყველაფერი იცოდა - მაგრამ დუმდა და პროტესტის ნიშნად კი არა, იმიტომ წავიდა, რომ მესამედ სააკაშვილმა პარლამენტში ცოტა კვოტა შესთავაზა, ჩვენ არ გვინდა რუსეთი!

   თუ რუსეთი ბურჯანაძეა, რომელმაც ორჯერ შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა და ორჯერვე თვინიერად გადასცა პრეზიდენტობა ბოროტმოქმედ სააკაშვილს, რომლის ფეხიც არასდროს იქნება საქართველოში, ჩვენ არ გვინდა რუსეთი! - აი ასე ფიქრობს ქართველი ახალგაზრდობა! ამიტომ ერთადერთი, რაშიც ბურჯანაძე მართალია, ისაა, რომ მას არ ჰყავს ელექტორატი, განსაკუთრებით – ახალგაზრდები.

   თურმე ნუ იტყვით და ჟურნალისტ ბარათელსა და ნინო ბურჯანაძეს აღაშფოთებთ ის გარემოება, თუ რატომ უწოდებს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს რუსულ ოპოზიციას, კრემლის აგენტებსა და პუტინის მომხრეებს“! ჯერ ერთი, არა მარტო "ქართული ოცნება", არამედ მთელ ქართველი ხალხი უწოდებს. მეორეც, ნუთუ დაავიწყდათ, რომ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მხარდაჭერის წყალობით, რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვის სახით, რომელიც თბილისში „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩამოფრინდა, რათა "ნოტარიუსად" ქცეულიყო შევარდნაძისგან სააკაშვილი - ბურჯანაძე - ჟვანიას „რევოლუციური ტროიკისთვის“ ძალაუფლების გადაცემის დროს?!

სააკაშვილს პუტინის მომხრეს უწოდებენ, რადგან მის "რკინის ნინოს" პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ უმასპინძლეს, თუმცა ამის მიუხედავად, სააკაშვილმა გულითადად მიიღო იგი უკან, გაერთიანებულ ოპოზიციაში, უელექტორატოდ და ნულოვანი რეიტინგით! ამის შემდეგაც კი ბურჯანაძე რუსული მედიის "ვარსკვლავად" დარჩა! აბა როგორ არ უნდა შეგიპყროს ეჭვებმა?!

მეორე "ქართლის დედა" - ნატო ჩხეიძე, ბურჯანაძის მსგავსად, სისტემატურად დაფრინავდა მოსკოვში რუსეთის მაღალ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, მაგრამ ისიც მიიღო სააკაშვილმა, რომლის პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა! გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილია, რომელიც საქართველოში რუსული ჯარის შემოყვანას იქადნებოდა, მაგრამ მხოლოდ სისხლიანი დარბევისთვის გაწირა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეები, თავად კი, ბურჯანაძესთან ერთად, უვნებელი და საღ–სალამათი გადარჩა. აი რატომ უწოდებს ქართველი ხალხი სააკაშვილსა და მის პარტიას პრორუსულს!

ან იქნებ ბურჯანაძეს დაავიწყდა, რომ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მიუხედავად აშშ–ისა და ნატოს გაფრთხილებისა, რომ რუსეთის ჩარევის შემთხვევაში, ისინი მას არ დაეხმარებოდნენ?! ეს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% -ის დაკარგვით დასრულდა და რაღაც არ მახსოვს, რომ "პროქართული" ბურჯანაძე 2008 წლის აგვისტოში მოწადინებული ყოფილიყო მოსკოვთან ესაუბრა...

პუტინმა ურჩია ზელენსკის, როგორც კი ეს უკანასკნელი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, დაებრუნებინა უკრაინის მოქალაქეობა "ყოფილი ქართველის, მიხეილ სააკაშვილისთვის", რაც ზელენსკიმ მაშინვე გააკეთა…

სააკაშვილმა ხელი შეუწყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მედვედევ-სარკოზის გეგმის მე-6 პუნქტის გადახაზვით: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამომავლო სტატუსის შესახებ საერთაშორისო განხილვის დაწყება”;

სააკაშვილი ტრაბახობდა, რომ მან პირველმა შეცვალა პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ტოპონიმი „სამაჩაბლო“ „სამხრეთ ოსეთზე“;

სააკაშვილმა მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, როცა გაცვალა საქართველოს ხმა რუსეთის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების მხარდასაჭერად - საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ქართული მხარის მიერ ტვირთების მონიტორინგზე, თუმცა მშვენივრად ესმოდა, რომ ქართველ მებაჟეებს და მესაზღვრეებს ფსოუზე და როკის გვირაბთან ახლოსაც არ მიასუნინებდნენ; სააკაშვილმა რუსეთის სახელმწიფო და კერძო ბიზნესებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული ობიექტები გადასცა - განა ეს საკმარისი არ არის, სააკაშვილი და მისი პარტია რომ რუსულ ოპოზიციად, კრემლის აგენტებად და პუტინის მომხრეებად“ მივიჩნიოთ?! ახლა კი დამისახელეთ თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პრორუსულობას ადასტურებს.

   - ისე, მართლა, რატომ ლანძღავს ბურჯანაძე ივანიშვილს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისას? რა პროდასავლურობაზე შეიძლება იყოს საუბარი ქვეყანაში, სადაც XXI საუკუნეში არქაული ფეოდალი ერთპიროვნულად მმართველობს, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, არ არის სასამართლო და არ არის თავისუფალი სამართლიანი არჩევნები?“ - დასძენს ის იმასთან ერთად, რაც უკვე ვთქვი.

   - არქაული ფეოდალი მართავს მარტო, სადაც არის ერთპარტიული პარლამენტი, არ არის სასამართლო და არ არის თავისუფალი სამართლიანი არჩევნები... რას მელაპარაკებით! და განა სააკაშვილი ერთპიროვნულად არ მართავდა?! იქნებ სახელმწიფოს მაშინდელ მეორე პირს - პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძეს - სურს მასთან პასუხისმგებლობის გაზიარება ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის გამო?! სხვა ვარიანტი არ არსებობს - ან ბურჯანაძემ უნდა აღიაროს, რომ ის მარიონეტი იყო სააკაშვილის ხელში - ანუ სააკაშვილი ერთპიროვნულად მართავდა, ან გაინაწილოს პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულებზე!

 განა პარლამენტი, რომლის თავმჯდომარეც ბურჯანაძე ბრძანდებოდა, დე–ფაქტო ერთპარტიული არ იყო?! ვინ იღებდა იქ გადაწყვეტილებებს, გარდა "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობისა?! ან იქნებ სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო სამართლიანი მართლმსაჯულება - 0,01 პროცენტი გამამართლებელი განაჩენებითა და პატიმრების რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველი ადგილით?!

   ბურჯანაძე რომ უბრალოდ ხუმრობდა, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც მან განაცხადა - საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები არ არისო. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა პატენტი "არჩევნების გაყალბება გოგორიშვილის მეთოდით ", რომელიც ამ გამოგონებისთვის გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, თანაც – ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირის" დროიდან.

   - საქართველოსთვის, გარდა უახლოესი მეზობლებისააზერბაიჯანისა და სომხეთის, ჯერ არავის მიულოცავს. არც ამერიკას, არც ევროპას არ მიულოცავს, რადგან ყველამ მშვენივრად იცის, რომ ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო. მისი შედეგები დაიწერა ისე, როგორც უნდოდა ბატონ ივანიშვილს, - ამბობს ბურჯანაძე.

   - ესეც სიცრუეა. 29 დეკემბერს, ბურჯანაძესთან „კომერსანტის“ ინტერვიუმდე 3 დღით ადრე, გახარიამ უკვე მიიღო მილოცვა გერმანიის კანცლერის, ბალტიის ქვეყნების ლიდერების, აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან.

   - გთხოვთ, კომენტარი გააკეთოთ ბურჯანაძის ინტერვიუდან კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან ფრაგმენტზე: მე ერთადერთი მოქმედი ქართველი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც არაერთხელ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და შეუძლია რუსეთთან გულღია საუბარი. არ შეიძლება, რომ მე ერთ პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა მქონდეს, ასე მცირე ხალხი თვლიდეს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია პირისპირ ისაუბროს რუსეთის პრეზიდენტთან... ივანიშვილს ნებისმიერ ფასად ჩემი ჩაძირვა სურდა, რადგან მისთვის არაა ხელსაყრელი, რათა ქართულ პოლიტიკაში იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია განიხილოს და გადაჭრას რეალური პრობლემები როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან.

   - No comments… ეს უკვე პროვინციალიზმიც კი არ არის... იცით, რაც უკვე ვთქვი და რასაც ახლა ვიტყვი, ამაში არაფერია პირადული. მეტიც, იყო დრო, როდესაც ვიმედოვნებდი, რომ ქალბატონი ბურჯანაძე არის პოლიტიკოსი, რომელსაც უნარი შესწევს, შექმნას კლასიკური პარტია საქართველოში და გააერთიანოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ აღადგინონ მეგობრობა ხალხებს შორის - ქართველებისა რუსებთან, აფხაზებსა და ოსებთან. მოგვიანებით მივხვდი, რომ ბურჯანაძეს ყოველთვის მხოლოდ ერთი გრძნობა მართავს - შურისძიება ყველას მიმართ, ვინც არ დააფასა მისი "გამოჩენილი პოლიტიკური ტალანტი"; ყველას მიმართ, ვისაც, მისი აზრით, შეუძლია "მიასწროს" კრემლში მიმავალ გზაზე. მან შური იძია შევარდნაძეზე იმის გამო, რომ აწ განსვენებული ედუარდი და ნანული მას მხოლოდ "ანზორის გოგოდ" მოიხსენიებდნენ, და იმის გამოც, რომ სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზიდენტობისას მას მოსკოვში არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა; მას გაუხარდა ჟვანიას მკვლელობა იმის გამო, რომ ჟვანიამ კარგად იცოდა მისი პოტენციალი და მისით მანიპულირებდა, და ასევე იმიტომ, რომ ცოცხალი ჟვანია მას გზას უკეტავდა კრემლისკენ, რომელთანაც თვითონ შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდა; მან სცადა შური ეძია სააკაშვილზე აქციებითა და პუტინთან სტუმრობებით - იმის გამო, რომ მიშამ მესამედაც არ დააყენა პარლამენტის თავმჯდომარედ და წაართვა სახელმწიფო აგარაკი, რომელიც უწინ 1 ლარად გადასცა. ახლა მას სურს შური იძიოს ივანიშვილზე, რომელმაც ის არ აქცია საქართველოს პრეზიდენტად, არ მიიღო კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და არ მისცა დიდი ფული 2012 წელს კოალიციაში შესული პარტიების მსგავსად. ბურჯანაძეს სურს შური იძიოს ივანიშვილზე, რადგან მილიარდერი კარგად იცნობს მთელ რუსულ ელიტას, რაც ნინოს არც კი დაესიზმრება.

ბურჯანაძე შურს იძიებს ყველაზე, ვისაც კრემლისკენ მიმავალ გზაზე მთავარ კონკურენტად თვლის - სალომე ზურაბიშვილსა და „პატრიოტთა ალიანსზე“. „მთავარ არხზე“ გვარამიას გადაცემაში მან ქარაგმულად მიანიშნა, რომ თუ საქართველოში „მთავარი პრორუსული ძალა“ – „პატრიოტთა ალიანსი“ - საპარლამენტო არჩევნებს ბათილად ცნობს, ესე იგი, კრემლი მხარს უჭერს ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლას; ხოლო როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა ერდოღანის მიერ შემოთავაზებულ "კავკასიურ პლატფორმას", ბურაჯანაძემ იგი კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა - აქაოდა, სალომე ცნობილი ლენჩია და ასეთ მნიშვნელოვან განცხადებებს მარტო კრემლის ბრძანებით აკეთებს!

   - გმადლობთ ინტერვიუსთვის, ბატონო არნო!

   - ერთი წუთით. ახლა მე მინდა კითხვა დავუსვა ”პროქართველ პოლიტიკოსს”, რომელსაც არ სურს საკუთარი შეცდომების აღიარება - ”დასავლური დემოკრატიის ეტალონს” ნინო ბურჯანაძეს: სად იყავით, ქალბატონო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარევ, 2007 წლის 10 აგვისტოს ღამით, როდესაც ხელისუფლება, ასობით შეიარაღებული პოლიციელის სახით, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის მაღალჩინოსნების მეთაურობით, შეიჭრა კოსტავას ქუჩა №14-ში მდებარე გამომცემლობა „სამშობლოში“ და ქუჩაში გამოყარა ქართული პრესა, მათ შორის - "ასავალ-დასავალი", რომლის მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილეც მე ვიყავი?! სად იყავით მეორე და მომდევნო დღეებში, როდესაც ასობით უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტი, წიგნებითა და კომპიუტერებით ხელში ქალაქში თავშესაფარს ეძებდნენ?! რატომ დღემდე არ გადაგვიხადეს კომპენსაცია განადგურებული ქონებისა და ოფისის კეთილმოწყობისთვის დახარჯული თანხების? სად იყო პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე, როდესაც საგამომცემლო სახლ „ასავალ-დასავალს“ უარი უთხრეს შენობის მიყიდვაზე, რომელიც სპეციალურად პრესისთვის იყო აშენებული და გათვლილი პოლიგრაფიული მანქანების ვიბრაციაზე? და ფართიც კი არ გამოუყვეს იქ გახსნილ „Rooms Hotel“–ში?!

   მე გეტყვით სად იყავით მაშინ - თქვენ სააკაშვილის გვერდით იდექით, რადგან თქვენ იყავით ამ დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლება! დღეს კი თქვენ ხაზარაძის გვერდით ხართ, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებს იმ სასამართლოს მეშვეობით რომ აჯარიმებს, რომელიც, როგორც „Ъ»–თან ინტერვიუში ბრძანეთ, საქართველოში არ არსებობს.

ერთადერთი, რაც დღეს საქართველოში არ არსებობს, ეს - თქვენდამი ნდობაა, ქალბატონო ნინო!

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
2021 წლის 11 იანვარი, "ასავალ-დასავალი" №3

(გამოქვეყნებულია ცვლილებებით)