უცხოეთი
სამხრეთის გაზის დერეფანი ამუშავდა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 იანვრის განცხადებით, ტრანს–ადრიატიკული მილსადენი ამოქმედდა, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფანს ამუშავებს.

870–კილომეტრი სიგრძის ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) სამხრეთის გაზის დერეფნის ბოლო მონაკვეთია, რომელიც ასევე მოიცავს ტრანს-ანატოლიისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენებს, რომელიც საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოს იტალიასთან აკავშირებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული გაზი უკვე იტალიაშია.

civil.ge