საზოგადოება
წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს, ასევე, ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით
საპატრიარქოს საბანაკო სეზონი 1 ივლისს გაიხსნება.როგორც საქინფორმს საპატრიარქოს კოორდინატორმა თამარ ჩხაიძემ აცნობა, გათვალისწინებულია ბავშვთა 15-დღიანი დასვენება 2 ნაკადად. ბანაკში დამსვენებელთა კონტინგენტში, ძირითადად, შედიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, სასულიერო პირთა შვილები, მრავალშვილიანთა და შეჭირვებული ოჯახის შვილები.
გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ბანაკში დასვენების პერიოდში ჩატარდება სპორტული, კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებები, მოილოცება ეკლესია-მონასტრები, რომელთა მიზანია სხვადასხვა ქვეყნის (მხარის) ტრადიციების, გამორჩეული თავისებურებებისა და წეს-ჩვეულებების წარმოჩენა, ხალხური ცეკვისა და სიმღერის პოპულარიზაციის ხელშეწყობა ახალგაზრდებში. ბანაკში მოხვდება 11-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ზემოაღნიშნული კატეგორიის მოზარდი.