აქტუალური
საპატრიარქო - შორენა თეთრუაშვილს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თეთრუაშვილს სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი მალე გახდება ცნობილი.

მათივე განმარტებით, თეთრუაშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.