უცხოეთი
„ბიბისი“ - გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელების 45 პროცენტი კონგრესის შენობაზე შტურმს მხარს უჭერს

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. რესპუბლიკელების 45 პროცენტი კონგრესის შენობაზე შტურმს მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“, „იუ გოვის“ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიბისი“ წერს, რომ გამოკითხვების მიხედვით, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას და სესიის ჩაშლას რესპუბლიკელების 43 პროცენტი ეწინააღმდეგება.

გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ამომრჩეველთა უმრავლესობამ კაპიტოლიუმის შტურმი აღიქვა, როგორც დემოკრატიის საფრთხე, მაგრამ პარტიული ხაზის მიმართულებაზე დიდი განხეთქილებაა.

ამბოხება დემოკრატიის საფრთხედ მიიჩნია დემოკრატების 93-მა პროცენტმა, დამოუკიდებელი მოქალაქეების 55-მა პროცენტმა და რესპუბლიკელების 27-მა პროცენტმა. როგორც მედია წერს, ბოლო წლების რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ის პოლიტიკა სულ უფრო პოლარიზებული ხდება, მკვეთრი განსხვავებული მოსაზრებები კი პარტიული ხაზის მიხედვით იკვეთება.

1tv.ge