უცხოეთი
საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტის რეზიდენციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არმენ სარქისიანი ახალ წელს ლონდონში ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამასთან, პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები გამოუვლინდა. მისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. სარქისიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და დროებით საკუთარ საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს“, – აცხადებენ პრეზიდენტის რეზიდენციის პრესსამსახურში.
interpressnews.ge