საზოგადოება
არნო ხიდირბეგიშვილი: მტერსაც არ ვისურვებ იმგვარ იუბილეს, როგორიც პატრიარქს მოუწყვეს!

   2021 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორე 88 წელი შეუსრულდა. მაგრამ ისეთ იუბილეს, როგორიც პატრიარქს მოუწყვეს, მტერსაც არ ვისურვებ!

   იმის ნაცვლად, რომ ქართველი ერის მხცოვანი სულიერი მამის დაბადების დღე, რაც შეიძლება ნათელი და მხიარული ყოფილიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია პანდემიის პირობებში, მაგალითად - ტელევიზიით ეჩვენებინათ ფილმები ამ დიადი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელიც, აგერ უკვე 44 წელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლია; ჩაერთოთ დისპლეი, რომ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მისთვის ყველას მიელოცა - როგორც სამწყსოს, ასევე სამღვდელოებას საქართველოს ყველა კუთხიდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - ამის ნაცვლად, ილია მეორეს სტუმრად მიუყვანეს ადამიანები, რომლებიც მთელი საქართველოსთვის სიკვდილის სიმბოლოს წარმოადგენენქართველი ინფექციონისტები! დიახ, გაგანია პანდემიის პერიოდში პატრიარქთან აუშვეს ადამიანები, რომლებიც ახლახან კორონავირუსით იყვნენ დაავადებული და რომელთაც ყოველდღიურად აქვთ კონტაქტი მრავალ ინფიცირებულსა და ბაქტერიოლოგიურ, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიასთან! დილეტანტები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან იღებენ, რომელთა გამოც საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. პოლიტინფექციონისტები - კარიერისტები, რომლებიც მოსახლეობას კუბოებით ემუქრებიან!

   ჩემი საქმე არ არის - რა პრინციპით შეირჩნენ იქ დამსწრე ოთხი იერარქი და რატომ ჩამოერთვა სხვა მიტროპოლიტ – ეპისკოპოსებს პატრიარქის მილოცვის უფლება. ასევე, არ ვიცი - ვინ მოიტანა ორი კალათი ორი ფერის ვარდებით, რომლებიც სამგლოვიარო ასოციაციებს იწვევს.

მაინტერესებს - ვინ არის ის ჭკუისკოლოფი, რომელმაცამ ამ "ზეიმის“ სცენარი დაწერა?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 6 იანვარი
საქართველო, თბილისი