საზოგადოება
მაიკ პომპეო - თბილი მიღებისთვის მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მაიკ პომპეო თბილი მიღებისთვის გიორგი გახარიას მადლობას უხდის.

“გადავწყვიტე საქართველოს ვსტუმრებოდი და ჩვენი თავისუფლების მოყვარული მეგობრები იქაც გამემხნევებინა.

თბილი მიღებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას!”,- წერს მაიკ პომპეო.