აქტუალური
საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 963 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 222 405 გამოჯანმრთელდა, 2 628 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 199, PCR-ტესტით –1 646.

ამასთან, 3 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ​417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა.