პოლიტიკა
დემოკრატია ავად გახდა! - საქინფორმის საახალწლო სურვილები თანამოქალაქეებსა და თანამემამულეებს

     ვირფასო მეგობრებო,

   საქინფორმის საახალწლო მილოცვა ამჯერად ისეთი აღარ იქნება, როგორც უწინ, რადგან ჩვენ, ყველა, აღარასდროს ვიქნებით უწინდელი. შარშან, როცა ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავდით, ბევრ ჩვენგანს ჰქონდა მოსალოდნელი განსაცდელის წინათგრძნობა, რომლის დაძლევას ვეღარ შევძლებით. ასეც მოხდა - სწორედ იმ წინასაახალწლო დღეებში დაიწყო ჩინეთიდან ვირუსის გავრცელება მთელს მსოფლიოში. ასეთი რამ ხდება საუკუნეში ერთხელ - სწორედ 100 წლის წინ „ისპანკამ“ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

     ბუნებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა ჩვენი არასრულყოფილებაზე - რომ რაც არ უნდა განვავითაროთ სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესი, ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ერთი პატარა ვირუსი, რომელსაც მთელი ცივილიზაციის განადგურების უნარი შესწევს! და ასეთი პატარა ვირუსი, რომელიც ყველა მიკროსკოპშიც კი არ ჩანს, უამრავია...

ფული და მაღალი თანამდებობა ვერ იცავკორონავირუსისგან - პრეზიდენტები და მდიდრები ისევე ავადმყოფობდნენ, როგორც ჩვეულებრივი ღარიბი ადამიანები!

კორონავირუსისგან ვერ იცავს ზეთანამედროვე შეიარაღებაც, რომლითაც ჩვენ, ამბიციებითდა პოლიტიკოსებით მეგობრებად და მტრებად დაყოფილი, ერთმანეთს ვემუქრებით!

კორონავირუსისგან ვერ დაგვიცვა დემოკრატიამაც - პირიქით, რაც უფრო მეტი დემოკრატიაა ქვეყანაში, მით უფრო მეტიკორონავირუსიც, რაც აშშ-მაგალითმა დაამტკიცა. თუმცა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა და შავმა ბუნტმა აშშ–ში აჩვენა, რომ ამერიკული დემოკრატიაც ავად არის!

     გვაპატიონ ჩვენმა ახლობლებმა და ნათესავებმა, რომელთა გადარჩენაც ვერ შევძელით!    გვაპატიონ ჩვენმა ექიმებმა, ვინც ამ ომში ავანგარდში იბრძოდა - და იღუპებოდა, თავისი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის! ნათელი იყოს მათი ხსოვნა, ისინი დღესაც ჩვენთან არიან, ჩვენ ვცხოვრობთ მათი აღდგომის, მათთან შეხვედრის რწმენითა და იმედით მეორედ მოსვლის ჟამს!

   მაგრამ არა და არ ეპატიება ცოცხლებს, რომლებიც საყოველთაო უბედურებას და მწუხარებას საკუთარი გამდიდრების და კარიერული მიზნებისათვის დღესაც იყენებენ! ვინზღაპრულად გამდიდრდა პანდემიის ხარჯზე - წამლებით, ტესტებითდა ნიღბებით სპეკულირებით, ფასების ხელოვნურად გაზრდითა და სახელმწიფო თანხების ქურდობით! ვინსამედიცინო მომსახურება პირად ბიზნესად გადააქცია! ვინც ვაქცინაციის პროცესიპოლიტიზირება მოახდინა საეჭვო ვაქცინების რეკლამირებითდა საუკეთესოს ლანძღვით, რადგან თურმე ისინი "არადემოკრატიული" ქვეყნების მეცნიერებმა შექმნეს!

საქინფორმი დღეს მიმართავს ევროკავშირის წარმომადგენლობებს საქართველოში: სირცხვილია, ბატონებო! რა ვრცელ წერილებს უგზავნით ქართულ მედიას?! სადაც "ამხელთ" "რუსულ პროპაგანდას", რომელიც თითქოსდა ფეიკებს ავრცელებს რუსული ვაქცინების რეკლამირებისთვის?! თუ ამას თქვენ კი არა, ტროლები აკეთებენ?!

   არ ეპატიება და არც შეიძლება ეპატიოთ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ზოგიერთ ხელმძღვანელს, რომელთა არაპროფესიონალიზმის გამო საქართველოპირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში COVID-19 ეპიდემიის გავრცელებით. ნეპოტიზმი საქართველოში ყოველთვის დიდი უბედურება იყო, დღეს კი პანდემიაზე საშინელი აღმოჩნდა - პატიოსნად გადადგომის ნაცვლად, კარიკატურული დილეტანტები, რომლებიც თავიანთ თანამდებობებს არ შეეფერებიან, მედიცინას "გაიდლაინებით" ხელმძღვანელობენ და აიძულებენ სპეციალისტებს, პირში წყალი ჩაიგუბონ და ინტრიგებით დაკავდნენ!

     ძვირფასო მეგობრებო,

 ძალიან ძნელია მოგილოცოთ ახალი წელი, როდესაც ამ წუთებშიც კი ჩვენი ახლობლები და ნათესავები ტანჯვით იღუპებიან... და ოცნება, რომ ახალ ელს სასწაულები ხდება და ყველაფერ ცუდწაიღებს ძველი წელი, რომელზე უარესი ხანდაზმულ თბილისელებსაკი არ ახსოვთ. მტკივნეული საყურებელია როგორ იფერფლებიან“ ისინი თავიანთ სახლებში და არ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ერთმანეთი და მშობლიური ქალაქის ქუჩები ... მაგრამ მოვა შობა, რომელიც უკვე დადგა ჩვენი ძმების - კათოლიკეებისთვის და მასთან ერთად - იმედიც, რომ წმიდა ღვთისმშობლის ძე კვლავაც გადაარჩენს მსოფლიოს, რომელიც ღმერთმა სიცოცხლისა და არა სიკვდილისთვის შექმნა!

   საქინფორმი თავის მკითხველებს, ყველა თანამოქალაქესა და თანამემამულეს ულოცავს ახალ წელსა და ქრისტეშობას! გახსოვთ, ძვირფასო მეგობრებო, როგორ დაემთხვა რამდენიმე წლის წინ კათოლიკური და მართლმადიდებლური შობა ერთმანეთს და რა ბედნიერი იყო ის წელი? ამიტომ, საქინფორმის კოლექტივი ყველას უსურვებს შერიგებასა და გაერთიანებას - მხოლოდ ერთად შეძლებთ ბოროტების დამარცხებას! და ზეიმსაც - ასევე ერთად, თუმცა ამჯერად, გასაგები მიზეზების გამო, ახალ წელს ოჯახურ წრეში შევხვდებით და ერთმანეთის ხილვასაც კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების ეკრანებზე შევძლებთ - დავეხმაროთ მოხუცებს ამაში! ღმერთმა ყველას მოგვცეს ჯანმრთელობა ახალ - 2021 წელს.

2020 წლის 31 დეკემბერი
საქართველო, თბილისი

(ქართული საინფორმაციოანალიტიკური სააგენტოს "საქინფორმი" რედაქცია მუშაობას 4 იანვარს, ორშაბათს განაახლებს)