პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „კავკასიური პლატფორმა“ და „Sputnik V“ - ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

     კორონავირუსმა მსოფლიო მრავალპოლარულად აქცია, რაც პუტინს დიდი ხანია სურდა!”, - განაცხადა ტრადიციულ წინასაახალწლო ინტერვიუში ქართული საინფორმაციანალიტიკური სააგენტოსსაქინფორმიმთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რომლის პოლიტიკური პროგნოზები, როგორც ყოველთვის, ძალიან განსხვავდება ტირაჟირებადი “ექსპერტების” რავალმნიშვნელოვანი განცხადებებისგან, რის გამოც ბატონარნო მათ “პროქტოპოლიტოლოგებსეძახის.

- პანდემია: რა ელის საქართველოს 2021 წელს, ბატონო არნო?

- საქართველოგადარჩენის შანსი აქვს, თუ დროულად, ვიმეორებ - დროულად დაიწყებს ვაქცინაციას რუსულან ჩინურვაქცინით. შესაძლებელია, ეს ყაზახეთში დამზადებული „Sputnik Vიყოს. დღეს არავის აქვს ზედმეტი ვაქცინა, ამიტომ რუსეთს, ყაზახეთსა და ჩინეთს ნაკლებად აინტერესებთ ასეთი მცირე შეკვეთისგან მიღებული მოგება. აქ უნდა ამოქმედდეს პოლიტიკური მექანიზმები: ამ ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები საქართველოზე გადის და საქართველოს ხელისუფლება უნდა შეჰპირდეს, რომ მათ გაითვალისწინებს. არა მგონია, რომ შედეგად შეილახოს ჩვენი ეროვნული ინტერესები, პირიქით, ეს დაგვეხმარება სხვა პრობლემების მოგვარებაში - ეკონომიკური, ტერიტორიული. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ - ევროკავშირმა დღეს დაიწყო ვაქცინაცია და შეიძინა ვაქცინის ნახევარი მილიარდი დოზა ყველა წევრიქვეყნისთვის, თუმცა ქართველებისთვის (პირველი ევროპელების - ზეზვას და მზიას შთამომავლებისთვის) - ორი მილიონი დოზაც კი ვერ გამოინახა.

- რას ნიშნავს - ” დროულად დაიწყონ ვაქცინაცია”?

- ეს ნიშნავს - სანამ იმუნიტეტი აქტიურია მათში, ვიკორონავირუსი გადაიტანა, რადგანაც განმეორებით დაინფიცირებას მათი უმრავლესობა ვერ გადაიტანს. სწორედ კორონავირუს გადატანილები, ხანდაზმულებთან ერთად, №1 რისკ–ჯგუფში შედიან. დათვლას სექტემბრიდან ვიწყებ, როდესაც საქართველოში ნამდვილი პანდემია დაიწყო, და ვუმატებ 5-6 თვეს. ანუ თებერვალ-მარტში საქართველოში გაგანია ვაქცინაცია უნდა მიმდინარეობდეს, რისი იმედიც, ჯანდაცვის მენეჯმენტში გაურკვევლობის და მრავალი გაუგებრობის გამო, ნაკლებად მაქვს... რაც შეეხება უკრაინას - ერთადერთ ქვეყანას, რომელიც პრინციპულად არ აპირებს რუსეთისთვის ვაქცინის თხოვნას, ის რიგშიც კი არ დგას დასავლური ვაქცინების "Ffizer" და "BioNTech" მისაღებად. ხოლო ამერიკული ვაქცინის – "Moderna" ექსპორტი აკრძალულია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით.

- მომდევნო კითხვა სწორედ აშშ–ს ეხება. არსებობს თუ არა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობები პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობისას? სანქციები ხომ დღითიდღე იმატებს, რასაც ევროპაც უმატებს თავის წილს, განსაკუთრებით კი გერმანია, რომელმაც დიდი არალი განიცადა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამერიკული ბლოკადის შედეგად. რა ლოგიკაა აქ, ბატონო არნო?

- გახსოვთ ცნობილი ანეგდოტი ვასილი ივანოვიჩის შესახებ, რომელიც პეტკას უხსნიდა - რა არის "ლოგიკა"? აქ, დაახლოებით იგივე პრიმიტივია. აშშ–ში არჩევნები დასრულდა, მაგრამ ბუნდესტაგის არჩევნები ახლოვდება, ხოლო ანტირუსული რიტორიკა მომგებიან საარჩევნო ტაქტიკად იქცა დასავლეთის ბევრ ქვეყანასა და საქართველოში. ესაა მთელი ლოგიკა! მთავარია არჩევნების შემდეგ დროულად გამოფხიზლდნენ, მიწაზე დაეშვან და დაიწყონ რეალური და არა ვირტუალური საფრთხეების გადალახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი შეიძლება გაჭიანურდეს მთელი ვადის განმავლობაში, როგორც ეს ტრამპს დაემართა.

რაც შეეხება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებას, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მსოფლიოში არ არის ახალი მსოფლიო ომი მხოლოდ "COVID 19" - ის წყალობით“. ის, რასაც გამუდმებით ამბობდა პუტინ - რომ სამყარო მრავალპოლუსიანი გახდა და აშშ–ს თავი აღარ უნდა მოჰქონდეს მსოფლიოს ჟანდარმად - რეალობად იქცა მხოოდ კორონავირუსის "წყალობით"! დღეს აშშ–ღააქვს ირანთან ომის დაწყების თავი, მით უმეტეს, რომ ახლა ირანი კავკასიური პლატფორმისმონაწილეა. ეპიდემიის უკანდახევისთანავე, რა თქმა უნდა, ტრადიციული მილიტარისტული ამბიციები გამოცოცხლდება, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორ. მსოფლიო ჯერ მხოლოდ კორონავირუსის აღმართს შეუდგა და მავან, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ დღეს ნომერ პირველი მტერი არის კორონავირუსი და არა რუსეთი და ჩინეთი. კორონავირუსი 21–ე საუკუნის ჭირია, რომლის დამარცხებასაც მსოფლიო მხოლოდ ერთიანობით შეძლებს! კორონავირუსის დამარცხება, სევე, როგორც კომუნიზმის აშენება, ერთ ცალკეულ ქვეყანაში შეუძლებელია!

- გასულ კვირას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კავკასიურ პლატფორმაშისაქართველოს აქტიური მონაწილეობის მიზანშეწონილობაზე განაცხადა, რის შემდეგაც ოპოზიციამ, ასევე ევროპაში აშშ-არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა და აშშ-ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ მას ბრალი დასდეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლის განმტკიცების სურვილში. მაშინვე გამახსენდა თქვენთან ინტერვიუ ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისთანავე, რომელშიც თქვენ თქვით: ”ამიერიდან სამხრეთ კავკასიაში სამი კი არა, არამედ ექვსი ქვეყანაა: მთავარირუსეთი, თურქეთი, ირანი, და მეორეხარისხოვანი – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი”. ერთი თვის შემდეგ კი პრეზიდენტმა ერდოღანმა "კავკასიური პლატფორმის" შექმნის პროექტი წამოაყენა იმავე ფიგურანტებით. თავად თქვენ როგორ ეკიდებით ამ პროექტს?

- ეს უკვე აღარ არის პროექტი, "კავკასიური პლატფორმა" პრაქტიკულად შეიქმნა 10 ნოემბერს, ყარაბაღის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღეს, და თუ ამ პროექტში საქართველო აუტსაიდერი არ იქნება - ზურაბიშვილი მართალია! - ამით ის მხოლოდ მოიგებს. წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, უნდა აამოქმედოს ეს დაკონსერვებული რესურსები და შეწყვიტოს „უმზითვო ქალის“ როლის თამაში! ხოლო მათ ამოქმედებას სწორედ "კავკასიური პლატფორმა" შეუწყობს ხელს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ტვირთებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტს, მაგრამ ხომ არსებობს შემოსავლის ისეთი ზემომგებიანი მუხლებიც, როგორიცაა ქართული პროდუქციის, წყლის, ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი, ტურიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

რაც შეეხება ყოფილ ამერიკელ და ყოფილ ქართველ ჩინოვნიკებს ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციიდან: ეს არის წარსული, რომელიც პოლიტიკაში რასდროს ბრუნდება. მე ხშირად მიწევს ამის გამეორება, როდესაც მეკითხებიან - დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი? სხვათა შორის, სააკაშვილმა ახლა ფული მიიღო ყირგიზეთში "ბამბის რევოლუციის" ორგანიზებისთვის და ეს მაწანწალა მალე იქით გაეშურება.

ქართველ და ამერიკელ პოლიტიკურ პენსიონერთა მთავარი არგუმენტი - ”რუსეთის არმია უკვე კავკასიის მესამე ქვეყანაში - აზერბაიჯანშია!” - ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. 1200-კაციანი რუსული კონტინგენტი ვერანაირად ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში. და კავკასიის საკითხებში ქართველ ვაიექსპერტებს პუტინის ერთ ფრაზისთვის ყურადღება რომ მიექციათ - რომ ერდოღანი არის კაცი, რომელიც არ მელაკუდობს - პირდაპირ ამბობს რა უნდა და თავისი სიტყვის პატრონია! - მიხვდებოდნენ, რომ "კავკასიური პლატფორმა" უკვე მოქმედებს. ხოლო მოიტანს ის საქართველოსთვის სიკეთეს თუ ბოროტებას, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვაშინგტონს წარმოადგენს, თავი შეიკავა ისეთი განცხადებებისგან, როგორიცაა კელის და ჰოჯესის კომენტარები - რომ აქაოდა, "კავკასიური პლატფორმა" რეგიონიდან აშშ–ის განდევნას ემსახურებაო. იმიტომ, რომ აშშ, რომელმაც კორონავირუსისგან უპრეცედენტოდ დიდი დანაკარგები განიცადა, ვიდრე ყველა ომში, დღეს ბევრად უფრო წინდახედული და პოლიტკორექტული გახდა.

- სოხუმმა გამოაცხადა მზადყოფნა ,დაიწყოს პირდაპირი დიალოგი თბილისთან "წითელი ხაზების" გათვალისწინებით. ეს განპირობებულია აფხაზეთში კორონავირუსის ბობოქრობითა და თბილისიდან სამედიცინო დახმარებით?

- არ მსურს კომენტარის გაკეთება კითხვაზე - ვინ ან რამ უბიძგა აფხაზეთის ლიდერებს პრაგმატული განცხადებებისკენ. არა მგონია, რომ ისინი გვამოწმებდნენ - აქაოდა, თქვენ ამდენი წელია ლაპარაკობთ "აფხაზ ძმებთან " პირდაპირ დიალოგზე - რუსი შუამავლების გარეშე, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა თავად გადავწყვიტეთო! რა მნიშვნელობა აქვს - კორონავირუსი, ელექტროენერგია, მოენატრათ აფხაზებს ქართველები, თუ მოსკოვში ურჩიეს?! მთავარია, რომ თბილისმა ახლა არ დაიწყოს "მელაკუდობა" და ისარგებლოს, როგორც არასდროს, ბჟანიას, შამბას, კოვესდა სხვათა კრეატიული პოზიციით. გეთანხმებით, რომ დღეს ჩვენ საერთო უბედურებაც გვაერთიანებს - კორონავირუსი, მაგრამ ეს ხელსაყრელი ვითარება არ უნდა უგულებელჰყოს საქართველოს ხელმძღვანელობამ.

- პირველ რიგში, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელმძღვანელობამ?

- პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაძლიოს სამი ეგზისტენციალური წინააღმდეგობა: დაძლიოს დიალოგის შიში მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან; დაძლიოს ამ პროცესში დიდი პოტენციალის მქონე ახალი ადამიანებიჩართვის შიში, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად სასარგებლო გამოდგნენ; და დაძლიოს შიში ამერიკის წინაშე - აქაოდა, „არ გაგვიბრაზდეს, რომ საქართველომ დამოუკიდებლად თავისი პრობლემების გადაჭრა დაიწყო!”.

ხელისუფლების ადგილზე ყურადღებას მივაქცევდი ამერიკის ელჩის შეცვლილ რიტორიკას: თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კელი დეგნანმა მათ "თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე" უწოდა და ოპოზიციას მოუწოდა შეწყვიტონ ბოიკოტი და შევიდნენ პარლამენტში, თავის ბოლო ინტერვიუში ის აქცენტს აკეთებს "დიდი ხარვეზებით ჩატარებულ არჩევნებზე, რამაც ამომრჩეველთა იმედგაცრუება გამოიწვია” და აკრიტიკებს ხელისუფლების „ნებისმიერ განზრახვას ოპოზიციის წინააღმდეგ”, კერძოდ - უარს დაფინანსებასა და უფასო სატელევიზიო ეთერის დათმობაზე. გამორიცხული არ არის, მალე ქალბატონმა დეგნანმა მოუწოდუმრავლესობას, დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უკვე დამდეგ წელს, რომლისთვის მოსამზადებლადაც ოპოზიცია, კეთილს ინებებს, და მოკლე დროით მონაწილეობამიიღებს პარლამენტის მუშაობაში.

ამიტომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ერთპარტიული "სიესტის" დრო არ აქვს. ხელისუფლებას მოუწევს მუშაობა, პირველ რიგში – კადრებთან, პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური ნების გამოვლენა! და არა "შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის" ჩრდილში ნებივრობა და თავის მართლება ” ნატოსა და აშშ-სთან ურთიერთობების, როგორც არასდროს, მაღალი დონით“!  

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი

2020 წლის 27 დეკემბერი
საქართველო, თბილისი