პოლიტიკა
გიორგი გახარია - აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის ერთადერთი ორმხრივი არხი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფორმატს თავის თავი არ ამოუწურავს.

„ახლა სარგებელი მოაქვს, თუ არ მოაქვს – ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს, რადგან ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს, მასზე უარის თქმა, ვფიქრობ, არ არის სწორი, რადგან ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.